რომში ცეცხლი დაანთეს

რომში, Ara Pacis Museum-ის კომპლექსთან მინსკის II ევროპული თამაშების ცეცხლის დანთების ცერემონია შედგა.

საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი იანეზ კოჩიანჩიჩი, ბელარუსის სპორტისა და ტურიზმის მინისტრი სერგეი კოვალჩუკი, მინსკის ევროპული თამაშების ფონდის დირექტორი გეორგი კატულინი, ბელარუსი ოლიმპიური ჩემპიონები და ბაიკერები.

მინსკამდე ევროპული თამაშების ცეცხლს ბელარუსი მთამსვლელები დასავლეთ ევროპის უმაღლეს მწვერვალ მონბლანზე აიტანენ. გეგმაშია ცეცხლის სტუმრობა სლოვენიის, ავსტრიის, სლოვაკეთის, უნგრეთის და პოლონეთის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებში.

ბელარუსში ცეცხლის ესტაფეტა 12 მაისს დაიწყება და ქვეყნის ყველა რეგიონს ეწვევა, 17 ივნისს კი მინსკში თამაშების ცეცხლს სახელმწიფო დროშის მოედანზე შეეგებებიან.

ესტაფეტის მარშრუტი 21 ივნისს, თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიაზე, დინამოს ოლიმპიურ სტადიონზე ცეცხლის აგიზგიზებით დასრულდება.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 6 მაისი)

ka_GEGeorgian