ფორმულა 1 საუდის არაბეთში

დაკარის რალის შემდეგ, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში გაიმართება საუდის არაბეთში, ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთმა უმდიდრესმა ქვეყანამ, შესაძლოა, სამეფო რბოლასაც უმასპინძლოს.

ბრიტანული პრესის ცნობით, ფორმულა 1-ის მფლობელი ლიბერთი მედია საუდის არაბეთის ავტოსპორტის ფედერაციასთან ძალიან მალე გააფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას და 2021 წლიდან ამ ქვეყნის დიდი პრიზის გათამაშებაც მოხვდება კალენდარში.

ცნობილია, რომ არაბები კიდიაში აშენებენ ფორმულა 1-ის სტანდარტების ტრასას, მაგრამ 2021 წლისთვის მშვენებლობა ვერ დასრულდება. პირველი ეტაპი, გავრცელებული ინფორმაციით, ჯედაში, ქალაქის ქუჩებში გაიმართება, 2022 წლიდან კი გრან პრის კიდიის ტრასა უმასპინძლებს.

ბრიტანელი ჟურნალისტების ინფორმაციით, მასპინძელი მხარე ლიბერთი მედიას 3-წლიანი კონტრაქტის სანაცვლოდ 65 მილიონ დოლარს გადაუხდის.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2020 წლის 15 იანვარი)

ka_GEGeorgian