გორდონ ბენქსი გარდაიცვალა

ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ინგლისელი ფეხბურთელი და XX საუკუნის მეორე საუკეთესო მეკარედ აღიარებული ბორდონ ბენქსი დღეს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კარიერის საუკეთესო წლები მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონმა ლესტერ სიტიში და სტოკ სიტიში გაატარა, სხვადასხვა დროს კი ჩესტერფილდში, კლივლენდ სტოკერში, ფორტ ლოდერდეილ სტრაიკერსსა და სენტ-პატრიკს ატლეტიკშიც ითამაშა. ლესტერსა და სტოკში მან 2-ჯერ მოიგო ინგლისის ლიგის თასი.

1966 წელს, როცა ინგლისმა უდიდესი გამარჯვება იზეიმა და ფიფას ოქროს თასი მოიგო, ბენქსმა ყველა შეხვედრაში ითამაშა, კარიერის მანძილზე კი 72-ჯერ დაიცვა ქვეყნის პირველი გუნდის კარი.

1966-71 წლებში ფიფამ ინგლისელი ზედიზედ 6-ჯერ აღიარა წლის მეკარედ, XX საუკუნეში კი მასზე წინ მხოლოდ ლევ იაშინი დააყენა.

1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ბრაზილიის წინააღმდეგ ბენქსმა პელეს თავური დარტყმა საოცარი ნახტომით მოიგერია. ის მომენტი, ბევრის აზრით, საუკუნის სეივია.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 12 თებერვალი)

ka_GEGeorgian