მინსკი 2019: სოფელი მზადაა
ევროპის II თამაშების მონაწილეთათვის განკუთვნილი ათლეტთა სოფლის სამშენებლო სამუშაოები თითქმის დასრულდა.
ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის კომპლექსი 9 შენობისგან შედგება და 9 800-ზე მეტ ადამიანზეა გათვლილი. უშუალოდ შეჯიბრის დღეებში იქ ოფიციალური სპორტული დელეგაციები – დაახლოებით 6 ათასამდე სტუმარი – განთავსდებიან.
სპორტსმენთა და მათი თანმხლები პირებისთვის განკუთვნილი სოფელი აეროპორტიდან ნახევარი საათის სავალზეა. ყველა სპორტული არენაც იქვეა, ხოლო ყველაზე შორს ტყვიის მსროლელთა ცენტრია და იქ მისასვლელად დაახლოებით 35-40 წუთია საჭირო.
მზად არის სასადილოც, რომელსაც შეუძლია ერთბაშად მოემსახუროს 2 ათასამდე ადამიანს. ასევე ცნობილია, რომ სპორტსმენთა სოფელში დაახლოებით 700 მოხალისე იმუშავებს.
13 მაისიდან კომპლექსის ტერიტორიაზე გარეშე პირთა შესვლა შეიზღუდება, 15 ივნისიდან კი პირველ სტუმრებს ელიან.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 14 მაისი)