Wings for Life 2019: ყველა ჩემპიონი

5 მაისს საქართველოში მეექვსედ გაიმართება საქველმოქმედო რბენა Wings for Life World Run. სახალისო გარბენი ტრადიციულად კახეთში, ლოპოტას ხეობაში გაიმართება.

დაარსების დღიდან Wings for Life World Run სულ უფრო პოპულარული ხდება. ორგანიზატორთა თქმით, კახეთის გარბენისთვის უკვე გაიარა რეგისტრაცია 7 ათასმა მოყვარულმა.

Wings for Life საქველმოქმედო გარბენია და რეგისტრაციიდან შესული თანხა მთლიანად ირიცხება სპეციალურ ფონდში, რომელიც სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ახორციელებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ.

ღონისძიებას ინიციატორი ავსტრიელი ჰაინც კინიგადნერი გახლავთ, მსოფლიოს 1984 და 1985 წლების ჩემპიონი მოტოკროსში. 2003 წელს მისი შვილი მძიმედ დაშავდა და მას შემდეგ ეტლსაა მიჯაჭვული. კინიგადნერმა საქველმოქმედო ფონდი Wings for Life კომპანია რედ ბულის მფლობელ დიტრიხ მატეშიცთან ერთად დააარსა.

გუშინ და გუშინწინ კახეთის გარბენის გამარჯვებული მამაკაცები და ქალები გაგაცანით, დღეს კი წინა 5 წლის მსოფლიო გამარჯვებულებს წარმოგიდგენთ.

2014
ლემავორკ კეტემა (ეთიოპია) – 78.58კმ (ავსტრია, დონაუტალი)
ელიზე სელვიკვაგ მოლვიკი (ნორვეგია) – 54.79კმ (ნორვეგია, სტავანგერი)

2015
ლემავორკ კეტემა (ავსტრია) – 79.90კმ (ავსტრია, ნიდეროსტერიხი)
იუუკო ვატანაბე (იაპონია) – 56.33კმ (იაპონია, ტაკაშიმა)

2016
ჯორჯო კალჩატერა (იტალია) – 88.44კმ (იტალია, მილანი)
კაორი იოშიდა (იაპონია) – 65.71კმ (იაპონია, ტაკაშიმა)

2017
არონ ანდერსონი (შვედეთი) – 92.14კმ (საამიროები, დუბაი)
დომინიკა შტელმახი (პოლონეთი) – 68.21კმ (ჩილე, სანტიაგო)

2018
არონ ანდერსონი (შვედეთი) – 89.85კმ (აშშ, სანრაიზი)
ვერა ნუნეში (პორტუგალია) – 53.78კმ (გერმანია, მიუნხენი)

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 4 მაისი)

ka_GEGeorgian