2021 წლიდან: 24-გუნდიანი საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი!
2021 წლიდან ფიფას ახალ საკლუბო ჩემპიონატში 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ეს გადაწყვეტილება მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ რამდენიმე საათის წინ მიიღო.
„მიხარია, რომ საბჭომ ჩემ წინადადებას მხარი დაუჭირა. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის წამყვანი კლუბები ორაზროვნად შეხვდნენ ამ ინიციატივას, მჯერა, ისინი სიამოვნებით ითამაშებენ ახალ ტურნირში“, – განაცხადა ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ.
ახალი საკლუბო ჩემპიონატი 4 წელიწადში ერთხელ გაიმართება, ივნის-ივლისში. პირველადი გათვლებით, თითოეული კლუბი დაახლოებით 50 მილიონ დოლარს მიიღებს. საპრიზო ფონდი მსუყე ტელეკონტრაქტებითაა განპირობებული.
ფიფას გადაწყვეტილებით, ახალ ტურნირში ევროპის 8 მოწინავე გუნდი ითამაშებს, აზიას, აფრიკას, სამხრეთ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ამერიკას 3-3 საგზური ექნებათ, ოკეანეთს კი ერთი.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 16 მარტი)