ეთერ ლიპარტელიანმა მსოფლიოს შემდეგ ევროპაც მოიგო!
ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიგო! შეგახსენებთ, რომ 2 კვირით ადრე მან მაროკოში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გაიმარჯვა.
რუსეთის ქალაქ იჟევსკში მიმდინარე ასაკობრივ ევროპირველობაზე საქართველოს ნაკრებმა პირველ დღეს ლიპარტელიანის გარდა კიდევ 2 ბრინჯაოს მედალი მოიგო: 60კგ წონით კატეგორიაში კვარცხლბეკის III საფეხურზე თემურ ნოზაძე და ჯაბა პაპინაშვილი შედგნენ.
დღეს ქალთა შორის 63 და 70კგ, ხოლო ვაჟებში 73 და 81კგ წონითი კატეგორიის ფალავნები იასპარეზებენ. საქართველოს ნაკრებიდან ტატამზე მარიამ ჭანტურია (70კგ) და ვლადიმერ ახალკაცი (81კგ) გავლენ.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 2 ნოემბერი)