ლივერპულის ტრიუმფი ფაქტებით

14-წლიანი შესვენების შემდეგ ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო!
მერსისაიდელთა გამარჯვებით რამდენიმე საინტერესო მიღწევა დაფიქსირდა და მათგან 5 საუკეთესოს გეტყვით.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ აგვისტოში ლივერპული ევროპის სუპერთასისთვის სტამბოლში ჩელსის დაუპირისპირდება.


1: ეს იყო ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალი, რომელშიც ბარათი არავისთვის უჩვენებიათ!

2: ლივერპულმა ჩემპიონთა 6 თასი 4 მწვრთნელის ხელში მოიგო. 3 ტრიუმფი ბობ პეისლის უკავშირდება, თითო კი ჯო ფეგანს, რაფაელ ბენიტესს და იურგენ კლოპს.

3: კლოპი გახდა მე-5 გერმანელი მწვრთნელი, რომელმაც ეს თასი აღმართა. მანამდე ამ გამარჯვებას დიტმარ კრამერმა, უდო ლატეკმა, ოტმარ ჰიცფელდმა და იუპ ჰაინკესმა მიაღწიეს. მხოლოდ ჰაინკესმა და კლოპმა მოიგეს ჩემპიონთა თასი უცხოეთის გუნდებთან ერთად.

4: დივოკ ორიჯი მე-2 ბელგიელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიტანა. პირველი იანიკ კარასკო გახლდათ, ვინც ატლეტიკოს მაისურით შეუგდო რეალს (2016).

5: გამარჯვებულთა მარჯვენა მცველი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი პირველი 21-წლამდელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 2 ფინალში ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 2 ივნისი)

ka_GEGeorgian