UEFA.com: 2019 წლის გუნდი

UEFA.com-მა 2019 წლის სიმბოლური გუნდი დაასახელა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ოფიციალური ინტერნეტ-გვერდის გამოკითხვაში, რომელიც თვენახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა, 2 მილიონზე მეტმა ქომაგმა მიიღო მონაწილეობა.

წლის გუნდის თითქმის ნახევარი – 5 ფეხბურთელი, 2019 წლის 3 დიდი საერთაშორისო ტიტულის მომგები ლივერპულიდანაა, საერთო ჯამში კი ფანების რჩეულთა შორის 7 მოთამაშეა, რომლებიც პირველად მოხვდნენ UEFA.com-ის წლის გუნდში.

რაც შეეხება დანარჩენ 4 ფეხბურთელს – ვირჯილ ვან დაიკი და კევინ დე ბრუინი მეორედ, ლეო მესი მეთერთმეტედ, კრიშტიანუ რონალდუ კი მეთოთხმეტედ დასახელდნენ სიმბოლურ ნაკრებში.

მეკარე: ალისონ ბეკერი (ლივერპული)
დაცვა: ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული), მათიის დე ლიხტი (აიაქსი/იუვენტუსი), ვირჯილ ვან დაიკი (ლივერპული), ენდი რობერტსონი (ლივერპული)
ნახევარდაცვა: ფრენკი დე იონგი (აიაქსი/ბარსელონა), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), ლეო მესი (ბარსელონა)
თავდასხმა: კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), სადიო მანე (ლივერპული)

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2020 წლის 15 იანვარი)

ka_GEGeorgian