I ერთა ლიგა: 10 საინტერესო ფაქტი

უეფას ერთა ლიგა დასრულდა: ტურნირის მასპინძელმა პორტუგალიამ გუშინდელ ფინალში გონსალო გედეშის ერთადერთი გოლით სძლია ნიდერლანდებს და ვერცხლის თასი აღმართა.
პორტუგალიამ ევროპის საგაისო ჩემპიონატზე თამაში გაინაღდა, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ კი პირველი ადგილისთვის დაწესებული 6 მილიონი ევრო მოიგო. ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციას 4 მილიონი გადაეცემა.
ინდივიდუალური ჯილდოების მფლობელები გეცოდინებათ: საუკეთესო ფეხბურთელი ბერნარდუ სილვა გახდა, რჩეული ახალგაზრდა – ფრენკი დე იონგი, ბომბარდირი კი კრიშტიანუ რონალდუ, ტურნირის ისტორიაში პირველი ჰეთ-თრიქის ავტორი.
რაც შეეხება დანარჩენ 10 საინტერესო ფაქტს, ესენი გამოავრჩიეთ:

1: მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრების შემდეგ პორტუგალია პირველი ევროპული გუნდია, რომელმაც დიდ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა და გაიმარჯვა.

2: ნიდერლანდებმა 5 დიდი ფინალიდან მე-4 წააგო. ნარინჯისფერები 1974, 1978 და 2010 წლებში მსოფლიო ჩემპიონატის გადამწყვეტ შეხვედრებში დამარცხდნენ. გუნდმა მხოლოდ ევრო 88-ის გადამწყვეტი მატჩის მოგება მოახერხა.

3: ნიდერლანდებს არასდროს მოუგია პორტუგალიისთვის მისსავე მოედანზე: 2 ფრე და 4 მარცხი.

4: 2014 წლის ოქტომბრის შემდეგ, როცა ნიდერლანდების ნაკრებს გუუს ჰიდინკი წვრთნიდა, გუნდმა პირველად ითამაშა ზედიზედ 2 მატჩი ერთი და იგივე სასტარტო შემადგენლობით.

5: იესპერ სილესენი მე-5 მეკარეა, რომელმაც ნიდერლანდების ნაკრებში 50 მატჩი ჩაატარა. მასზე წინ არიან ედვინ ვან დერ სარი (130), ჰანს ვან ბრეკელენი (73), მაარტენ შტეკელენბურგი (58) და ხესუს ვან დერ მოლენი (54).

6: ინგლისმა ევრო 68-ის შემდეგ პირველად დაიკავა საპრიზო ადგილი ფიფას ან უეფას მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ტურნირში.

7: ინგლისი არასდროს დამარცხებულა შვეიცარიასთან ნეიტრალურ მოედანზე – 2 მოგება, 2 ფრე.

8: ინგლისმა ისტორიაში პირველად მოიგო მატჩისშემდგომი პენალტების სერია ზედიზედ. შვეიცარიელებთან გამარჯვებამდე მათ მსოფლიოს შარშანდელi ჩემპიონატის 1/8-ფინალში კოლუმბიას სძლიეს.

9: ინგლისმა პენალტების სერიაში პირველად გაიტანა საწყისი 6 დარტყმა.

10: ჯორდან პიკფორდი პირველი ინგლისელი მეკარეა, რომელმაც პენალტების სერიაში 11-მეტრიანი მოიგერია.

 

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 10 ივნისი)

ka_GEGeorgian