ბაქო 2019: ფინალური სტატისტიკა
ჩელსი-არსენალის დაპირისპირებამდე ერთი დღე რჩება. ფინალამდე რამდენიმე საათით ადრე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უეფას თასი ინგლისში გამოიზამთრებს, ისევე, როგორც ჩემპიონთა და ევროპის სუპერთასები.
მეტსაც გეტყვით, რანგით მეორე ევროპული საკლუბო ჯილდო ყველა შემთხვევაში ლონდონში დაიდებს ბინას. ჩელსის თუ არსენალის საკლუბო მუზეუმში, ეს ხვალ საღამოს გაირკვევა ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე.
1971-72 წლების სეზონში ბაზრობათა თასის გათამაშება უეფას თასმა ჩაანაცვლა. ევროპალიგა სწორედ ამ ტურნირის მემკვიდრეა. მას შემდეგ ჯილდო 47-ჯერ გათამაშდა, „ინგლისური ფინალი“ კი მხოლოდ მეორედაა: სულ პირველი გათამაშების გადამწყვეტ მატჩში ტოტენჰემ ჰოთსფურმა ორი შეხვედრის ჯამში 3:2 აჯობა ვულვერჰემპტონ უონდერერზს.
1996-97 წლების გათამაშების დასრულებისთანავე უეფამ ტურნირის რეგლამენტში რამდენიმე ცვლილება შეიტანა, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ფინალს შეეხო. თუ მანამდე თასის მფლობელი 2 შეხვედრის ჯამში ვლინდებოდა – მიმოსვლით ფინალისტების მოედნებზე, 1997-98 წლების სეზონიდან მხოლოდ ერთი გადამწყვეტი შეხვედრა იმართება, ნეიტრალურ არენაზე.
რეკორდების ამ ჩამონათვალში სწორედ ერთფინალიანი გათამაშებების ფინალური სტატისტიკაა თავმოყრილი, ანუ ბოლო 21 ტურნირისა.
ყველაზე მეტი გოლი: ლივერპული 5:4 ალავესი (2001)
ყველაზე ნაკლები გოლი: არსენალი 0:0 გალათასარაი (2000) და სევილია 0:0 ბენფიკა (2014)
ყველაზე მეტი გოლი: რადამელ ფალკაო – 3 (2011 – 1, 2012 – 2)
*-ერთმატჩიან ფინალში ჰეთ-თრიქი არავის შეუსრულებია, მხოლოდ 10-მა ფეხბურთელმა გაიტანა 2 გოლი. რაც შეეხება ორმატჩიან ფინალებს, 1975 წელს, ტვენტესთან (ჰოლანდია) პირველ ფინალურ შეხვედრაში ჰეთ-თრიქი შეასრულა იუპ ჰაინკესმა (მიონხენგლადბახის ბორუსია). ის ერთადერთია, ვინც ეს შეძლო.
უსწრაფესი გოლი: მე-3 წუთი – მარკუს ბაბელი (ლივერპული; 2001)
გვიანი გოლი: 116-ე წუთი – დელფი ხელი (ალავესი; საკუთარ კარში) – ლივერპულთან (2001) და დიეგო ფორლანი (ატლეტიკო) – ფულემთან (2010)
ახალგაზრდა მეგოლე: ვაგნერ ლავი (ბრაზილია – ცსკა; 20 წელი, 341 დღე) – სპორტინგთან (2005)
ასაკოვანი მეგოლე: გარი მაკალისტერი (შოტლანდია – ლივერპული; 36 წელი, 142 დღე) – ალავესთან (2001)
ახალგაზრდა გამარჯვებული: რობინ ვან პერსი (ჰოლანდია; 18 წელი, 275 დღე) – ფეიენოორდი (2002)
ასაკოვანი გამარჯვებული: ამადეო კარბონი (იტალია; 39 წელი, 43 დღე) – ვალენსია (2004)
ახალგაზრდა მონაწილე: მატიის დე ლიხტი (ჰოლანდია – აიაქსი; 17 წელი, 285 დღე) – მანჩესტერ იუნაიტედთან (2017)
დამატებითი დრო:
2001: ლივერპული 5:4 ალავესი
2003: პორტუ 3:2 სელტიკი
2009: შახტარი 2:1 ვერდერი
2010: ატლეტიკო 2:1 ფულემი
პენალტების სერია:
2000: გალათასარაი 0:0 (პენ 4:1) არსენალი
2007: სევილია 2:2 (3:1) ესპანიოლი
2014: სევილია 0:0 (4:2) ბენფიკა
ყველაზე დიდი დასწრება: 61 000 (1999 – პარმა 3:0 მარსელი; ლუჟნიკი, მოსკოვი)
ყველაზე მეტი თასი: 5 – ხოსე ანტონიო რეიესი (ესპანეთი; ატლეტიკო – 2010, 2012; სევილია – 2014, 2015, 2016)
ყველაზე მეტი თასი (მწვრთნელი): 3 – ჯოვანი ტრაპატონი (იტალია; იუვენტუსი – 1977, 1993; ინტერი – 1991) და უნაი ემერი (ესპანეთი; სევილია – 2014, 2015, 2016)
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 28 მაისი)