მარკუს მერკი წლის მსაჯია
ფეხბურთის ისტორიის და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) მსოფლიოს 2007 წლის საუკეთესო მსაჯად გერმანელი მარკუს მერკი დაასახელა. ფიფას არბიტრმა ერთწლიანი შესვენების შემდეგ მესამედ მოიგო ეს ტიტული.
ფეხბურთის ისტორიის და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაცია მსოფლიოს საუკეთესო მსაჯს 1987 წლიდან ასახელებს.
წლის მსაჯის ტიტული ყველაზე მეტჯერ (6) იტალიელ პიერლუიჯი კოლინას მოუგია. საინტერესოა, რომ მან ტიტული 6 წლის მანძილზე არ დათმო.
წლის მსაჯი (IFFHS)
2007 მარკუს მერკი (გერმანია)
2006 ორასიო მარსელო ელისონდო (არგენტინა)
2005 მარკუს მერკი (გერმანია)
2004 მარკუს მერკი (გერმანია)
2003 პიერლუიჯი კოლინა (იტალია)
2002 პიერლუიჯი კოლინა (იტალია)
2001 პიერლუიჯი კოლინა (იტალია)
2000 პიერლუიჯი კოლინა (იტალია)
1999 პიერლუიჯი კოლინა (იტალია)
1998 პიერლუიჯი კოლინა (იტალია)
1997 შანდორ პული (უნგრეთი)
1996 შანდორ პული (უნგრეთი)
1995 შანდორ პული (უნგრეთი)
1994 შანდორ პული (უნგრეთი)
1993 პეტერ მიკელსენი (დანია)
1992 არონ შმიდჰუბერი (გერმანია)
1991 პეტერ მიკელსენი (დანია)
1990 ჟოზე რობერტო რამის რაიტი (ბრაზილია)
1989 მიშელ ვოტრო (საფრანგეთი)
1988 მიშელ ვოტრო (საფრანგეთი)
1987 რომუალდო არპი ფილიო (ბრაზილია)
ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2008 წლის 23 იანვარი)