IFFHS: კარლოს დუნგა საუკეთესო სანაკრებო მწვრთნელია
ფეხბურთის ისტორიის და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) მსოფლიოს 2007 წლის საუკეთესო სანაკრებო მწვრთნელად ბრაზილიის ნაკრების თავკაცი კარლოს დუნგა დაასახელა. ახალგაზრდა ბრაზილიელმა სპეციალისტმა პირველად მოიგო ეს ტიტული.
კარლოს დუნგას ხელმძღვანელობით ბრაზილიის ნაკრებმა ზაფხულში ვენესუელაში გამართული სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი დამაჯერებლად მოიგო.
ფეხბურთის ისტორიის და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაცია მსოფლიოს საუკეთესო სანაკრებო მწვრთნელს 1996 წლიდან ასახელებს. გამარჯვებული ორგანიზაციის ხელმძღვანელების და ყველა კონტინენტზე მოღვაწე საფეხბურთო სპეციალისტების გამოკითხვის შედეგად ვლინდება.
მსოფლიოს საუკეთესო სანაკრებო მწვრთნელის ტიტული ყველაზე მეტჯერ – 5, ბრაზილიელებს მოუგიათ. საინტერესოა, რომ ყველა შემთხვევაში სხვადასხვა სპეციალისტმა იმარჯვა.
წლის სანაკრებო მწვრთნელი (IFFHS)
2007 კარლოს დუნგა (ბრაზილიის ნაკრები; ბრაზილია)
2006 მარჩელო ლიპი (იტალიის ნაკრები; იტალია)
2005 კარლოს ალბერტო პარეირა (ბრაზილიის ნაკრები; ბრაზილია)
2004 ოტო რეჰაგელი (საბერძნეთის ნაკრები; გერმანია)
2003 ჟაკ სანტინი (საფრანგეთის ნაკრები; საფრანგეთი)
2002 ლუიშ ფელიპე სკოლარი (ბრაზილიის ნაკრები; ბრაზილია)
2001 მარსელო ბიელსა (არგენტინის ნაკრები; არგენტინა)
2000 როჟე ლემერი (საფრანგეთის ნაკრები; საფრანგეთი)
1999 ვანდერლეი ლუშემბურგო (ბრაზილიის ნაკრები; ბრაზილია)
1998 ემე ჟაკე (საფრანგეთის ნაკრები; საფრანგეთი)
1997 მარიო ზაგალო (ბრაზილიის ნაკრები; ბრაზილია)
1996 ბერტი ფოგთსი (გერმანიის ნაკრები; გერმანია)
ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2008 წლის 23 იანვარი)