ვოლკსვაგენის თასი ამერს
ვოლკსვაგენის სპონსორობით დღეს პირველად გათამაშდა საქართველოს სუპერთასი. ჯილდო, რომელსაც მომდევნო 3 წლის მანძილზე ვოლკსვაგენის თასი ეწოდება, თბილისის ამერის საკუთრებაა!
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მფლობელმა თბილისის ამერმა დაძაბულ ბრძოლაში სძლია ქვეყნის ჩემპიონ ბოლნისის სიონს და პირველად აღმართა სუპერთასი.
ერთადერთი გოლი გრიგოლ დოლიძემ შეაგდო – თანაგუნდელთა მიერ შესანიშნავად განხორციელებული შეტევა მეკარის საჯარიმოში შეჭრით და ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა – 1:0.
ვოლკსვაგენის თასის მფლობელმა პრიზის სახით 10 ათასი ლარიც მიიღო.
თბილისის ამერი მე3 კლუბია, რომელმაც საქართველოს სუპერთასი მოიგო: აქამდე ჯილდო თბილისის დინამომ 4ჯერ, ხოლო ბათუმის დინამომ ერთხელ მოიპოვა.
ცნობისათვის: ამერელმა გივი დიდავამ საქართველოს სუპერთასი მეოთხედ მოიგო და ამ მხრივ რეკორდსმენია. პირველი 3 თასი მან დინამოში თამაშის დროს აღმართა.
ამერის კაპიტანმა გიორგი დავითნიძემ მეორედ აღმართა სუპერთასი, ბოლნისელთა მთავარმა მწვრთნელმა კახი ცხადაძემ კი, შარშან მოგებულ ფინალს წაგება შეუნაცვლა.
და ბოლოს: წლევანდელი სუპერთასი იყო პირველი, რომელშიც თბილისის დინამო არ მონაწილეობდა.
1 დეკემბერი, 2006. ვოლკსვაგენის თასი (საქართველოს სუპერთასი). თბილისი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, 3 300
ამერი (თბილისი) 1:0 სიონი (ბოლნისი)
გოლი: 1:0 გრ.დოლიძე (38)
ამერი: ზ.ქვაჩახია, გ.დიდავა, გ.დავითნიძე (კაპ), თ.ჩიკვილაძე, გ.ელბაქიძე, გრ.დოლიძე (დ.მჭედლიშვილი 90), გ.დეკანოსიძე, დ.ბოლქვაძე, გ.ჯელაძე, რ.წინამძღვრიშვილი (დ.სევასტოპულო 85), დ.ტატანაშვილი
მწვრთნელი: გიორგი ჩიხრაძე
სიონი: მ.ბობღიაშვილი, დ.ჭიჭვეიშვილი, ზ.ჭელიძე, მ.კობაური, თ.რაქვიაშვილი, გ.ოქროპირიძე, ლ.ბაჯელიძე (ლ.შავგულიძე 63), ვ.უგრეხელიძე (გ.კვიტაიშვილი 46), ა.ალავიძე, გ.ევოჩე (ბ.ქარდავა 80), ე-რ.ჩასემი
მწვრთნელები: კახი ცხადაძე
გაფრთხილება: ზ.ქვაჩახია, გ.დიდავა, დ.ბოლქვაძე, თ.რაქვიაშვილი, გ.ოქროპირიძე, ე-რ.ჩასემი
მსაჯები: დ.ხარიტონაშვილი (თბილისი); მ.ელიკაშვილი (თბილისი), გ.ჩიგოგიძე (სამტრედია)
ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2006 წლის 1 დეკემბერი)