IFFHS: კარლო ანჩელოტი საუკეთესო საკლუბო მწვრთნელია
ფეხბურთის ისტორიის და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს 2007 წლის საუკეთესო საკლუბო მწვრთნელად იტალიის მილანის თავკაცი კარლო ანჩელოტი დაასახელა. იტალიელმა სპეციალისტმა პირველად მოიგო ეს ტიტული.
ანჩელოტის ხელმძღვანელობით მილანმა 2007 წელს საკლუბო ისტორიაში მეშვიდედ მოიგო ევროპის ჩემპიონთა თასი, ევროპის სუპერთასი – მეხუთედ, ხოლო ფიფას მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი კი პირველად.
ფეხბურთის ისტორიის და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაცია (IFFHS) მსოფლიოს საუკეთესო საკლუბო მწვრთნელს 1996 წლიდან ასახელებს. გამარჯვებული ორგანიზაციის ხელმძღვანელების და ყველა კონტინენტის საფეხბურთო სპეციალისტების გამოკითხვის შედეგად ვლინდება.
მსოფლიოს საუკეთესო საკლუბო მწვრთნელის ტიტული ყველაზე მეტჯერ – 3, იტალიელ სპეციალისტებს მოუგიათ: ანჩელოტიმდე 1996 და 1998 წლებში მარჩელო ლიპიმ იმარჯვა.
წლის საკლუბო მწვრთნელი (IFFHS)
2007 კარლო ანჩელოტი (მილანი, იტალია; იტალია)
2006 ფრენკ რაიკაარდი (ბარსელონა, ესპანეთი; ჰოლანდია)
2005 ჟოზე მოურინიუ (ლონდონის ჩელსი, ინგლისი; პორტუგალია)
2004 ჟოზე მოურინიუ (ლონდონის ჩელსი, ინგლისი; პორტუგალია)
2003 კარლოს ბიანკი (ბუენოს აირესის ბოკა ხუნიორსი, არგენტინა; არგენტინა)
2002 ვისენტე დელ ბოსკე (მადრიდის რეალი, ესპანეთი; ესპანეთი)
2001 ოტმარ ჰიცფელდი (მიუნხენის ბაიერნი, გერმანია; გერმანია)
2000 კარლოს ბიანკი (ბუენოს აირესის ბოკა ხუნიორსი, არგენტინა; არგენტინა)
1999 ალექს ფერგიუსონი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი; შოტლანდია)
1998 მარჩელო ლიპი (ტურინის იუვენტუსი, იტალია; იტალია)
1997 ოტმარ ჰიცფელდი (დორტმუნდის ბორუსია, გერმანია; გერმანია)
1996 მარჩელო ლიპი (ტურინის იუვენტუსი, იტალია; იტალია)
ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2008 წლის 23 იანვარი)