დიმიტარ ბერბატოვი მეოთხედ

ლონდონის ტოტენჰემ ჰოთსფურის ფორვარდი დიმიტარ ბერბატოვი ბულგარეთის 2007 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. თავდამსხმელმა ჟურნალისტთა რეფერენდუმი მეოთხედ მოიგო.
26 წლის გოლეადორმა, რომელმაც ლონდონურ კლუბში გადასვლის შემდეგ ტოტენჰემის გულშემატკივართა დიდი სიყვარული მოიპოვა, 327 ქულა დააგროვა და საგრძნობლად აჯობა მანჩესტერ სიტის გარემარბ მარტინ პეტროვს, რომელმაც 246 ქულას მოუყარა თავი. სოფიის ლევსკის მეკარე გეორგი პეტკოვი 47 ქულით მე3 ადგილზე გავიდა.

2007 წელს ტოტენჰემ ჰოთსფურის გულშემატკივრებმა ბერბატოვი კლუბის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

ბულგარეთის წლის საუკეთესო თავდამსხმელად სოფიის სლავიის, დღეს კი რუსეთის პრემიერლიგის კლუბ იაროსლავლის შინიკში მოასპარეზე ზდრავკო ლაზაროვი დაასახელეს, საუკეთესო ნახევარმცველად სოფიის ლოკომოტივის შუახაზელი მარტჩო დავჩევი, საუკეთესო მეკარედ კი გეორგი პეტკოვი.

სოფიის ლევსკის 20 წლის თავდამსხმელი ნიკოლაი დიმიტროვი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის განკუთვნილი პრიზის მფლობელი გახდა.

ბულგარეთის საუკეთესო ფეხბურთელი, ჟურნალისტთა გამოკითხვის საფუძველზე, 1961 წლიდან ვლინდება.

1961-75 წლებში რეფერენდუმს გაზეთი ფუტბოლი ატარებდა, 1975-98 წლებში – გაზეთი სტარტი, 1999 წლიდან კი გამოკითხვას გაზეთი ფუტბოლი და ჟურნალი სტარტი ერთობლივად აწყობენ.

ყველაზე მეტჯერ – 5ჯერ – ქვეყნის საუკეთესო მოთამაშის ტიტული 90იანი წლების მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავმა, ევროპის 1994 წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებულმა ხრისტო სტოიჩკოვმა მოიპოვა.

ბულგარეთის საუკეთესო ფეხბურთელები
2007 დიმიტარ ბერბატოვი (ლონდონის ტოტენჰემ ჰოთსფური, ინგლისი)
2006 მარტინ პეტროვი (მადრიდის ატლეტიკო, ესპანეთი)
2005 დიმიტარ ბერბატოვი (ლევერკუზენის ბაიერი, გერმანია)
2004 დიმიტარ ბერბატოვი (ლევერკუზენის ბაიერი, გერმანია)
2003 სტილიან პეტროვი (გლაზგოს სელტიკი, შოტლანდია)
2002 დიმიტარ ბერბატოვი (ლევერკუზენის ბაიერი, გერმანია)
2001 გეორგი ივანოვი (სოფიის ლევსკი)
2000 გეორგი ივანოვი (სოფიის ცსკა)
1999 ალექსანდარ ალექსანდროვი (სოფიის ლევსკი)
1998 ივაილო იორდანოვი (ლისაბონის სპორტინგი, პორტუგალია)
1997 კრასიმირ ბალაკოვი (შტუტგარტი, გერმანია)
1996 ტრიფონ ივანოვი (ვენის რაპიდი, ავსტრია)
1995 კრასიმირ ბალაკოვი (შტუტგარტი, გერმანია)
1994 ხრისტო სტოიჩკოვი (ბარსელონა, ესპანეთი)
1993 ემილ კოსტადინოვი (სოფიის ცსკა)
1992 ხრისტო სტოიჩკოვი (ბარსელონა, ესპანეთი)
1991 ხრისტო სტოიჩკოვი (ბარსელონა, ესპანეთი)
1990 ხრისტო სტოიჩკოვი (ბარსელონა, ესპანეთი)
1989 ხრისტო სტოიჩკოვი (სოფიის ცსკა)
1988 ლუბოსლავ პენევი (სოფიის ცსკა)
1987 ნიკოლაი ილიევი (სოფიის ლევსკი)
1986 ბორისლავ მიხაილოვი (სოფიის ლევსკი)
1985 გეორგი დიმიტროვი (სოფიის ცსკა)
1984 პლამენ ნიკოლოვი (სოფიის ლევსკი)
1983 სტოიჩო მლადენოვი (სოფიის ცსკა)
1982 რადოსლავ ზდრავკოვი (სოფიის ცსკა)
1981 გეორგი ველინოვი (სოფიის ცსკა)
1980 ანდრეი ჟელიაზკოვი (სოფიის სლავია)
1979 ათანას მიხაილოვი (სოფიის ლოკომოტივი)
1978 რუმენ გორანოვი (სოფიის ლოკომოტივი)
1977 პაველ პანოვი (სოფიის ლევსკი)
1976 ბოჟიდარ გრიგოროვი (სოფიის სლავია)
1975 კირილ ივკოვი (სოფიის ლევსკი)
1974 კირილ ივკოვი (სოფიის ლევსკი)
1973 ხრისტო ბონევი (პლოვდივის ლოკომოტივი)
1972 ხრისტო ბონევი (პლოვდივის ლოკომოტივი)
1971 დიმიტარ პენევი (სოფიის ცსკა)
1970 სტეფან ალაჯოვი (სოფიის ლევსკი)
1969 ხრისტო ბონევი (პლოვდივის ლოკომოტივი)
1968 სიმეონ სიმეონოვი (სოფიის სლავია)
1967 დიმიტარ პენევი (სოფიის ცსკა)
1966 ალექსანდრ შალამანოვი (სოფიის სლავია)
1965 გეორგი ასპარუხოვი (სოფიის ლევსკი)
1964 ნიკოლა კოტკოვი (სოფიის ლოკომოტივი)
1963 ალექსანდრ შალამანოვი (სოფიის სლავია)
1962 ივან კოლევი (სოფიის ცსკა)
1961 გეორგი ნაიდენოვი (სოფიის ცსკა)

ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2008 წლის 14 იანვარი)

ka_GEGeorgian