კოპა ვენესუელაში დალაგდა

სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატსკოპა ამერიკალს კონტინენტის ერთი-ერთი ყველაზე პატარა და არასაფეხბურთო ქვეყანა ვენესუელა უმასპინძლებს. ტურნირი 26 ივნისს დაიწყება და 15 ივლისს ფინალით დასრულდება.

ტურნირში 12 ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას: სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციის 10 გუნდი და სტუმრის სტატუსით მიწვეული ამერიკის და მექსიკის ნაკრებები.

წილისყრის შემდეგ, რომელშიც ახლო წარსულის ცნობილი ბრაზილიელი და ვენესუელელი ფეხბურთელები ანტონიო კარეკა და ლუის მენდოსა მონაწილეობდნენ, ჯგუფები შემდეგნაირად დაკომპლექტდა:

A ჯგუფი: ვენესუელა, ურუგვაი, ბოლივია, პერუ
26 ივნისი: ვენესუელა – ბოლივია, ურუგვაი – პერუ
30 ივნისი: ბოლივია – ურუგვაი, ვენესუელა – პერუ
3 ივლისი: პერუ – ბოლივია, ვენესუელა – ურუგვაი

B ჯგუფი: ბრაზილია, მექსიკა, ეკვადორი, ჩილე
27 ივნისი: ეკვადორი – ჩილე, ბრაზილია – მექსიკა
1 ივლისი: მექსიკა – ეკვადორი, ბრაზილია – ჩილე
4 ივლისი: მექსიკა – ჩილე, ბრაზილია – ეკვადორი

C ჯგუფი: არგენტინა, აშშ, პარაგვაი, კოლუმბია
28 ივნისი: პარაგვაი – კოლუმბია, არგენტინა – აშშ
2 ივლისი: აშშ – პარაგვაი, არგენტინა – კოლუმბია
5 ივლისი: კოლუმბია – აშშ, არგენტინა – პარაგვაი

სამხრეთ ამერიკის ჩემპიონები
2004 ბრაზილია
2001 კოლუმბია
1999 ბრაზილია
1997 ბრაზილია
1995 ურუგვაი
1993 არგენტინა
1991 არგენტინა
1989 ბრაზილია
1987 ურუგვაი
1983 ურუგვაი
1979 პარაგვაი
1975 პერუ
1967 ურუგვაი
1963 ბოლივია
1959 არგენტინა
1957 არგენტინა
1956 ურუგვაი
1955 არგენტინა
1953 პარაგვაი
1949 ბრაზილია
1947 არგენტინა
1946 არგენტინა
1945 არგენტინა
1942 ურუგვაი
1941 არგენტინა
1939 პერუ
1937 არგენტინა
1935 ურუგვაი
1929 არგენტინა
1927 არგენტინა
1926 ურუგვაი
1925 არგენტინა
1924 ურუგვაი
1923 ურუგვაი
1922 ბრაზილია
1921 არგენტინა
1920 ურუგვაი
1919 ბრაზილია
1917 ურუგვაი
1916 ურუგვაი

ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2007 წლის 16 თებერვალი)

ka_GEGeorgian