ფერნანდესმა კონტინენტი მოხიბლა
ურუგვაის გაზეთმა ელ პაისმა 21ედ გამოავლინა სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელი. ამერიკული ფეხბურთის მეფის – რეი დელ ფუტბოლ დე ამერიკა – წოდება პირველად მოიპოვა ჩილელმა, კოლო-კოლოს ლიდერმა მატიას ფერნანდესმა.
მან 62 ქულა მოიპოვა. ბუენოს აირესის ბოკა ხუნიორსის ვარსკვლავები როდრიგო პალასიო და ფერნანდო გაგო 53 და 50 ქულით მე2–3 ადგილზე გავიდნენ. აქვე გეტყვით, რომ გაგო ორიოდ კვირის წინ მადრიდის რეალში გადაბარგდა...
მატიას ფერნანდესი 1986 წლის 15 მაისს დაიბადა არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში. 2006 წელი მისთვის განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა – კოლო- კოლოსთან ერთად ჩილეს აპერტურის ჩემპიონატიც მოიგო და კლაუსურაც.
გუნდური წარმატების გარდა მატიასს არც ინდივიდუალური პრიზები დაჰკლებია: სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელის წოდების გარდა, ჩილეს 2006 წლის საუკეთესო ფეხბურთელის და სპორტსმენის ტიტულები მოიპოვა. 2004 წელს თავდამსხმელი ჩილეს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს.
დეკემბერში მატიას ფერნანდესი კოლო-კოლოს კოპა სუდამერიკანას ფინალში გასვლაში დაეხმარა, სადაც მისი გუნდი მექსიკის პაჩუკასთან დამარცხდა. თავად ფეხბურთელი ტურნირის საუკეთესო გოლეადორი გახდა – 9 გოლი 6 თამაშში.
18 ოქტომბერს ფეხბურთელმა ესპანეთის ვილიარეალთან გააფორმა ხელშეკრულება და გასულ შაბათს პირვლად ითამაშა პრიმერადივიზიონში. კოლო-კოლომ მის სანაცვლოდ 8,7 მილიონი ევრო მიიღო.
ელ პაისის რეფერენდუმის ისტორიაში ჩილელმა მეორედ მოიპოვა კონტინენტის საუკეთესო მოთამაშის წოდება: 1997 წელს ჟურნალისტთა რჩეული არგენტინის რივერ პლეიტის გოლეადორი მარსელო სალასი გახდა.
სამხრეთ ამერიკის საუკეთესო მოთამაშეს ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში გამომავალი გაზეთი ელ მუნდო 1971 წლიდან ავლენდა, თუმცა მას შემდეგ, რაც 1986 წლიდან ანალოგიურ გამოკითხვას ურუგვაის ელ პაისმა დაუდო სათავე, ვენესუელელთა წამოწყებამ ნელ–ნელა დაკარგა ავტორიტეტი, ხოლო 1992 წელს შეწყდა კიდეც.
ელ მუნდოს გამოკითხვაში ევროპაში მოთამაშე სამხრეთამერიკელებიც მონაწილეობდნენ, ელ პაისი კი წლის რჩეულს მხოლოდ სამხრეთამერიკის კლუბებიდან ასახელებს.
ელ პაისის რეფერენდუმში სამხრეთამერიკელი ჟურნალისტები მონაწილეობენ.
სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელი – 2006
1.მატიას ფერნანდესი (კოლო-კოლო, ჩილე; ჩილე) – 62 ქულა
2.როდრიგო პალასიო (ბოკა ხუნიორსი, არგენტინა; არგენტინა) – 53
3.ფერნანდო გაგო (ბოკა ხუნიორსი, არგენტინა; არგენტინა) – 50
4.როჟერიუ სენი (სან პაულუ, ბრაზილია; ბრაზილია) – 45
5.ფერნანდაო (ინტერნასიონალი, ბრაზილია; ბრაზილია), უმბერტო სუაზო (კოლო-კოლო, ჩილე; ჩილე) – 36
7.ხუან სებასტიან ვერონი (ესტუდიანტესი, არგენტინა; არგენტინა) – 29
8.უგო იბარა (ბოკა ხუნიორსი, არგენტინა; არგენტინა) – 30
9.დანიელ დიასი (ბოკა ხუნიორსი, არგენტინა; არგენტინა), გონსალო იგუანი (რივერ პლეიტი, არგენტინა; არგენტინა) – 23-23
სამხრეთ ამერიკის წლის ფეხბურთელი (ელ პაისი, ურუგვაი)
2006 მატიას ფერნანდესი (კოლო-კოლო, ჩილე; ჩილე)
2005 კარლოს ტევესი (კორინთიანსი, ბრაზილია; არგენტინა)
2004 კარლოს ტევესი (ბოკა ხუნიორსი, არგენტინა; არგენტინა)
2003 კარლოს ტევესი (ბოკა ხუნიორსი, არგენტინა; არგენტინა)
2002 ხოსე კარდოსო (ტოლუკა, მექსიკა; პარაგვაი)
2001 ხუან რომან რიკელმე (ბოკა ხუნიორსი, არგენტინა; არგენტინა)
2000 რომარიო (ვასკუ და გამა, ბრაზილია; ბრაზილია)
1999 ხავიერ სავიოლა (რივერ პლეიტი, არგენტინა; არგენტინა)
1998 მარტინ პალერმო (ბოკა ხუნიორსი, არგენტინა; არგენტინა)
1997 მარსელო სალასი (რივერ პლეიტი, არგენტინა; ჩილე)
1996 ხოსე ლუის ჩილავერი (ველეს სარსფილდი, არგენტინა; პარაგვაი)
1995 ენცო ფრანჩესკოლი (რივერ პლეიტი, არგენტინა; ურუგვაი)
1994 კაფუ (სან პაულუ, ბრაზილია; ბრაზილია)
1993 კარლოს ვალდერამა (ატლეტიკო ხუნიორი, კოლუმბია; კოლუმბია)
1992 რაი (სან პაულუ, ბრაზილია; ბრაზილია)
1991 ოსკარ რუჯერი (ველეს სარსფილდი, არგენტინა; არგენტინა)
1990 რაულ ამარილია (ოლიმპია, პარაგვაი; პარაგვაი)
1989 ბებეტო (ვასკუ და გამა, ბრაზილია; ბრაზილია)
1988 რუბენ პასი (რასინგ კლუბი, არგენტინა; ურუგვაი)
1987 კარლოს ვალდერამა (დეპორტივო კალი, კოლუმბია; კოლუმბია)
1986 ანტონიო ალსამენდი (რივერ პლეიტი, არგენტინა; ურუგვაი)
სამხრეთ ამერიკის წლის ფეხბურთელი 1971-92 (ელ მუნდო, ველესუელა)
1992 დიეგო მარადონა (სევილია, ესპანეთი; არგენტინა)
1991 გაბრიელ ბატისტუტა (ფიორენტინა, იტალია; არგენტინა)
1990 დიეგო მარადონა (ნაპოლი, იტალია; არგენტინა)
1989 დიეგო მარადონა (ნაპოლი, იტალია; არგენტინა)
1988 რუბენ პასი (რასინგ კლუბი, არგენტინა; ურუგვაი)
1987 კარლოს ვალდერამა (დეპორტივო კალი, კოლუმბია; კოლუმბია)
1986 დიეგო მარადონა (ნაპოლი, იტალია; არგენტინა)
1985 ხულიო სესარ რომერო (ფლუმინენსე, ბრაზილია; პარაგვაი)
1984 ენცო ფრანჩესკოლი (რივერ პლეიტი, არგენტინა; ურუგვაი)
1983 სოკრატესი (კორინთიანსი, ბრაზილია; ბრაზილია)
1982 ზიკო (ფლამენგო, ბრაზილია; ბრაზილია)
1981 ზიკო (ფლამენგო, ბრაზილია; ბრაზილია)
1980 დიეგო მარადონა (ბოკა ხუნიორსი, არგენტინა; არგენტინა)
1979 დიეგო მარადონა (არხენტინოს ხუნიორსი, არგენტინა; არგენტინა)
1978 მარიო კემპესი (ვალენსია, ესპანეთი; არგენტინა)
1977 ზიკო (ფლამენგო, ბრაზილია; ბრაზილია)
1976 ელიას ფიგეროა (ინტერნასიონალი, ბრაზილია; ჩილე)
1975 ელიას ფიგეროა (ინტერნასიონალი, ბრაზილია; ჩილე)
1974 ელიას ფიგეროა (ინტერნასიონალი, ბრაზილია; ჩილე)
1973 პელე (სანტოსი, ბრაზილია; ბრაზილია)
1972 ტეოფილო კუბილიასი (ალიანსა, პერუ; პერუ)
1971 ტოსტაო (კრუზეირუ, ბრაზილია; ბრაზილია)
ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2007 წლის 1 სექტემბერი)