სუპერთასი ჩემპიონს დარჩა

საქართველოს ჩემპიონმა თბილისის დინამომ თასის მფლობელ ზესტაფონს 1:0 სძლია და საქართველოს სუპერთასს დაეუფლა.

გადამწყვეტი გოლი მატჩის უკანასკნელ წუთზე ლევან ხმალაძემ გაიტანა – დავით დიღმელაშვილის მიერ საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს თავი შეაგება და როინ კვასხვაძის კარი დალაშქრა.

თბილისის დინამომ 2005 წლის შემდეგ პირველად, ისე კი მეხუთედ მოიპოვა ეს ჯილდო – საქართველოს ყველაზე ტიტულიანი კლუბი სუპერთასს 1996, 1997 და 1999 წლებშიც ფლობდა.

ცნობისათვის: ზესტაფონმა პირველად იასპარეზა სუპერთასზე, თბილისელებმა კი გერმანელი მწვრთნელის რაინერ ცობელის ხელმძღვანელობით პირველი ტიტული მოიპოვეს.

3 დეკემბერი, 2008. თბილისი, მიხეილ მესხი. 4 000
დინამო (თბილისი) 1:0 ზესტაფონი
გოლი: 1:0 ლევან ხმალაძე (90)
დინამო: დიდიე ოვონო, გულვერდ თომაშვილი, გურამ კაშია, მილოშ კრშკო, ლევან ხმალაძე, დავით ოდიკაძე (შოთა კაშია 78), დავით დიღმელაშვილი, ნიკა ფირცხალავა, ოლეგ გველესიანი, გიორგი მერებაშვილი (ილია სპასოევიჩი 78), მათე ვაწაძე
მწვრთნელი: რაინერ ცობელი (გერმანია)
ზესტაფონი: როინ კვასხვაძე, უჩა ლობჟანიძე, შალვა ღონღაძე (ბუბა დაუშვილი 89), სევასტი თოდუა, კარენ მაკარიანი, ნიკა კვასხვაძე (ზურაბ იონანიძე 46), გიორგი ჭელიძე, როინ ონიანი, ერიკ რომეო ჩასემი, ალექსი ბენაშვილი, ნიკა გელაშვილი (ირაკლი ძარია 65)
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
გაფრთხილება: მათე ვაწაძე, გურამ კაშია, ნიკა ფირცხალავა
მსაჯები: გიორგი კიკაჩეიშვილი; ივანე მაჩიტიძე, ირაკლი კაკაბაძე (ყველა ქუთაისი)

ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2008 წლის 4 დეკემბერი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian