მსოფლიო ინტერნასიონალისაა
17 დეკემბერს, იოკოჰამაში, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ბრაზილიის ინტერნასიონალმა 1:0 დაამარცხა ბარსელონა. ტურნირი ამ ფორმატით მესამედ ჩატარდა და კვლავ ბრაზილიურმა კლუბმა გაიხარა: 2000 წელს კორინთიანსმა იმარჯვა, შარშან კი სან პაულუმ.
ფინალურ შეხვედრაში ერთადერთი გოლი 82ე წუთზე გავიდა: შეცვლაზე შესული ადრიანო ესპანელთა მეკარესთან პირისპირ გავიდა და ზუსტად დაარტყა – 1:0.
საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად კატალონიელთა პორტუგალიელი ნახევარმცველი დეკუ დასახელდა, მეორე ადგილზე ინტერნასიონალის 32 წლის თავდამსხმელი იარლეი გავიდა, მესამეზე კი რონალდინიო გავიდა.
ფიფას სამართლიანი თამაშის პრიზი ბარსელონას გადაეცა.
17 დეკემბერი, 2006. საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის – ფინალი. იოკოჰამა, ინთერნეშენალ. 67 128
ინტერნასიონალი (პორტუ ალეგრე, ბრაზილია) 1:0 ბარსელონა (ესპანეთი)
გოლი: 1:0 ადრიანო (82)
ინტერნასიონალი: კლემერი, შეარა, ინდიო, ელერი, მონტეირო, ალექსი (ვარხასი 46), ედინიო, ფერნანდაო (კაპ) (ადრიანო 76), იარლეი, პატუ (ადრიანო 61), კარდოსო
მწვრთნელი: აბელ ბრაგა
ბარსელონა: ვალდესი, მოტა (ჩავი 59), მარკესი, პუიოლი (კაპ), გუდიონსენი (ესკერო 88), ჟიული, რონალდინიო, ძამბროტა (ბელეტი 46), ვან ბრონკჰორსტი, დეკუ, ინიესტა
მწვრთნელი: ფრენკ რაიკაარდი
გაფრთხილება: ინდიო, მოტა, ადრიანო, იარლეი
მსაჯი: კ.ბატრესი (გვატემალა)
ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2006 წლის 18 დეკემბერი)