კრიშტიანუს ინგლისური დუბლი

ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად მანჩესტერ იუნაიტედის ახალგაზრდა პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიან რონალდუ დაასახელა. მანვე პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ტიტულიც მოიპოვა.

პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელის რეფერენდუმში რონალდუმ ლონდონის ჩელსის კოტდივუარელ გოლეადორ დიდიე დროგბას და თანაკლუბელ პოლ სქოულზს აჯობა.

ცნობისათვის: დროგბა აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ კონტინენტის 2006 წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა.

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელთა შორის, რონალდუს შემდეგ, მეორე ადგილზე ლონდონის არსენალის ესპანელი ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი, მესამეზე კი კიდევ ერთი მანჩესტერელი – უეინ რუნი გავიდნენ.

ყოველთვის სასიხარულოა, როცა კოლეგები გაღიარებენ! მეამაყება, რომ ისეთი ძლიერი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი ვარ, როგორიც ინგლისის პრემიერლიგაა! – განაცხადა პორტუგალიელმა, რომელიც 12,2 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ 2003 წლის აგვისტოში გადავიდა მანჩესტერ იუნაიტედში ლისაბონის სპორტინგიდან.

ის მართლაც საუკეთესოა! მგონი, რონალდუ დღეისათვის არა მარტო ინგლისის, ზოგადად, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია“! – განაცხადა ოლდტრაფორდული კლუბის თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა.

ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელი (PFA)
2007 კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერ იუნაიტედი; პორტუგალია)
2006 სტივენ ჯერარდი (ლივერპული)
2005 ჯონ ტერი (ჩელსი)
2004 ტიერი ანრი (არსენალი; საფრანგეთი)
2003 ტიერი ანრი (არსენალი; საფრანგეთი)
2002 რუუდ ვან ნისტელროი (მანჩესტერ იუნაიტედი; ჰოლანდია)
2001 ტედი შერინგემი (მანჩესტერ იუნაიტედი)
2000 როი კინი (მანჩესტერ იუნაიტედი; ირლანდია)
1999 დავიდ ჟინოლა (ტოტენჰემ ჰოთსფური; საფრანგეთი)
1998 დენის ბერხკამპი (არსენალი; ჰოლანდია)
1997 ალან შირერი (ნიუკასლ იუნაიტედი)
1996 ლეს ფერდინანდი (ნიუკასლ იუნაიტედი)
1995 ალან შირერი (ბლექბერნ როვერსი)
1994 ერიკ კანტონა (მანჩესტერ იუნაიტედი; საფრანგეთი)
1993 პოლ მაკგრათი (ასტონ ვილა; ირლანდია)
1992 გარი პალისტერი (მანჩესტერ იუნაიტედი)
1991 მარკ ჰიუზი (მანჩესტერ იუნაიტედი; უელსი)
1990 დევიდ პლატი (ასტონ ვილა)
1989 მარკ ჰიუზი (მანჩესტერ იუნაიტედი; უელსი)
1988 ჯონ ბარნსი (ლივერპული)
1987 კლაივ ალენი (ტოტენჰემ ჰოთსფური)
1986 გარი ლინეკერი (ევერტონი)
1985 პიტერ რიდი (ევერტონი)
1984 იან რაში (ლივერპული; უელსი)
1983 კენი დალგლიში (ლივერპული; შოტლანდია)
1982 კევინ კიგანი (ნიუკასლ იუნაიტედი)
1981 ჯონი უორკი (იფსვიჩ თაუნი; შოტლანდია)
1980 ტერი მაკდერმოტი (ლივერპული)
1979 ლაიამ ბრეიდი (არსენალი; ირლანდია)
1978 პიტერ შილტონი (ნოტინგემ ფორესტი)
1977 ენდი გრეი (ასტონ ვილა; შოტლანდია)
1976 პატ ჯენინგსი (ტოტენჰემ ჰოთსფური; ჩრდილოეთ ირლანდია)
1975 კოლინ ტოდი (დერბი ქაუნთი)
1974 ნორმან ჰანტერი (ლიდს იუნაიტედი)

ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2007 წლის 24 აპრილი)

ka_GEGeorgian