15 წლის დაგვიანებით: „ოქროს ბუცი“ პლატინისგან დარკო პანჩევს

კარგა ხნის მანძილზე ოქროს ბუცის 1990-91 წლის საბოლოო ცხრილი არაოფიციალურად ითვლებოდა, თუმცა 15 წლის შემდეგ სამართლიანობა აღდგა და ევროპის მაშინდელ საუკეთესო გოლეადორ დარკო პანჩევს ოქროს ბუცი გადაეცა.

უეფას პრეზიდენტობის კანდიდატი მიშელ პლატინი მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ ბებერი კონტინენტის ქვეყნებში მოგზაურობს და სხვადასხვა ქვეყნების საფეხბურთო ფუნქციონერთა გულის მოგებას ცდილობს. პანჩევს „ოქროს ბუცი“ სწორედ პლატინიმ გადასცა მაკედონიაში ვიზიტისას.

1990-91 წლების სეზონში დარკო პანჩევი ჯერ კიდევ ერთიანი იუგოსლავიის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ ბელგრადის ცრვენა ზვეზდაში თამაშობდა და 34 გოლის გატანა მოახერხა. იმ სეზონში მან ჩემპიონთა თასიც აღმართა, აი „ოქროს ბუცი“ კი არ აღირსეს.

თუმცა 15 წლის შემდეგ პრიზი მფლობელს გადაეცა. მიშელ პლატინიმ ამ ფაქტს ისტორიული სამართლიანობის აღდგენა უწოდა.

1990-91 წლების სეზონის ევროპის საუკეთესო ბომბარდირთა სამეულს ახლა ასეთი სახე აქვს:
1.დარკო პანჩევი (ბელგრადის ცრვენა ზვეზდა, იუგოსლავია; იუგოსლავია) – 34 გოლი
2.თანჯუ ჩოლაქი (სტამბოლის გალათასარაი, თურქეთი; თურქეთი) – 31
3.ვაცლავ დანეკი (ინსბრუკის ტიროლი, ავსტრია; ავსტრია) და კლიტონ ბოზგო (ტომორი, ალბანეთი; ალბანეთი) – 29

„ოქროს ბუცის ყველა მფლობელი
2006 ლუკა ტონი (ფლორენციის ფიორენტინა; იტალია) – 31 (62 ქულა)
2005 ტიერი ანრი (ლონდონის არსენალი, ინგლისი; საფრანგეთი), დიეგო ფორლანი (ვილიარეალი, ესპანეთი; ურუგვაი) – 25 (50)
2004 ტიერი ანრი (ლონდონის არსენალი, ინგლისი; საფრანგეთი) – 30 (60)
2003 როი მაკაი (ლა კორუნიის დეპორტივო, ესპანეთი; ჰოლანდია) – 29 (58)
2002 მარიო ჟარდელი (ლისაბონის სპორტინგი, პორტუგალია; ბრაზილია) – 42 (63)
2001 ჰენრიკ ლარსონი (გლაზგოს სელტიკი, შოტლანდია; შვედეთი) – 35 (52,5)
2000 კევინ ფილიპსი (სანდერლენდი, ინგლისი) – 30 (60)
1999 მარიო ჟარდელი (პორტუ, პორტუგალია; ბრაზილია) – 36 (72)
1998 ნიკოს მახლასი (არნემის ვიტესი, ჰოლანდია; საბერძნეთი) – 34 (68)
1997 რონალდო (ბარსელონა, ესპანეთი; ბრაზილია) – 34 (68)
1991 დარკო პანჩევი (ბელგრადის ცრვენა ზვეზდა, იუგოსლავია) – 34
1990 უგო სანჩესი (მადრიდის რეალი, ესპანეთი; მექსიკა), ხრისტო სტოიჩკოვი (სოფიის ცსკა, ბულგარეთი) – 38
1989 დორინ მატეუტი (ბუქარესტის დინამო, რუმინეთი) – 43
1988 თანჯუ ჩოლაქი (სტამბოლის გალათასარაი, თურქეთი) – 39
1987 ტონი პოლსტერი (ვენის აუსტრია, ავსტრია) – 44
1986 მარკო ვან ბასტენი (ამსტერდამის აიაქსი, ჰოლანდია) – 37
1985 ფერნანდუ გომეში (პორტუ, პორტუგალია) – 39
1984 იან რაში (ლივერპული, ინგლისი; უელსი) – 32
1983 ფერნანდუ გომეში (პორტუ, პორტუგალია) – 36
1982 ვიმ კიფტი (ამსტერდამის აიაქსი, ჰოლანდია) – 32
1981 გეორგი სლავკოვი (პლოვდივის თრაკია, ბულგარეთი) – 31
1980 ერვინ ვანდენბერგი (ლიერსი, ბელგია) – 39
1979 კეეს კისტი (ალკმაარის აზ 67, ჰოლანდია) – 34
1978 ჰანს კრანკლი (ვენის რაპიდი, ავსტრია) – 41
1977 დუდუ ჯორჯესკუ (ბუქარესტის დინამო, რუმინეთი) – 47
1976 სოტირის კაიაფასი (ნიქოზიის ომონია, კვიპროსი) – 39
1975 დუდუ ჯორჯესკუ (ბუქარესტის დინამო, რუმინეთი) – 33
1974 ექტორ იასალდე (ლისაბონის სპორტინგი, პორტუგალია; არგენტინა) – 46
1973 ეუსებიო (ლისაბონის ბენფიკა, პორტუგალია) – 40
1972 გერდ მიულერი (მიუნხენის ბაიერნი, გფრ) – 40
1971 იოსიპ სკობლარი (მარსელის ოლიმპიკი, საფრანგეთი; იუგოსლავია) – 44
1970 გერდ მიულერი (მიუნხენის ბაიერნი, გფრ) – 38
1969 პეტარ ჟეკოვი (სოფიის ცსკა, ბულგარეთი) – 36
1968 ეუსებიო (ლისაბონის ბენფიკა, პორტუგალია) – 42

1992–96 წლებში ოქროს ბუცი არ თამაშდებოდა. იმ წლებში ევროპის საუკეთესო გოლეადორის წოდება მოიპოვეს:
1996
ზვიად ენდელაძე (ზესტაფონის მარგვეთი, საქართველო) – 40
1995 არსენ ავეტისიანი (ერევნის ჰომენტმენი, სომხეთი) – 39
1994 დევიდ ტეილორი (კარდიფის პორტმედოგი, უელსი) – 43
1993 ალი მაკოისტი (გლაზგო რეინჯერსი, შოტლანდია) – 34
1992 ალი მაკოისტი (გლაზგო რეინჯერსი, შოტლანდია) – 34

ევროპის საუკეთესო ბომბარდირები ოქროს ბუცის დაწესებამდე
1967 ანტალ დუნაი (უიპეშტ დოჟა, უნგრეთი) – 36
1966 ფილიპ ჟონდე (ნანტი, საფრანგეთი) – 36
1965 ჯიმ ფორესტი (გლაზგო რეინჯერსი, შოტლანდია) – 30
1964 ჯიმი გრივსი (ტოტენჰემ ჰოთსფურზი, ინგლისი) – 35
1963 ოქთაი მეთინი (გალათასარაი, თურქეთი) – 38
1962 რეი კროუფორდი (იფსვიჩ თაუნი, ინგლისი), დერეკ კევანი (ვესტ ბრომვიჩ ალბიონი, ინგლისი) – 33
1961 ალექს ჰარლი (სერდ ლენერკი, შოტლანდია) – 42
1960 ჯო ბეიკერი (ჰაიბერნიენი, შოტლანდია) – 42
1959 ლეო კანიელსი (ბრედა, ჰოლანდია) – 34
1958 ჟიუსტ ფონტენი (სტად დე რეიმსი, საფრანგეთი) – 34
1957 კოენ დილენი (პსვ ეინდჰოვენი, ჰოლანდია) – 43
1956 პიტ ჰოლინკი (ელმონდია ჰოლანდია) – 37
1955 რიკ კოპენსი (ბეერსხო, ბელგია) – 35
1954 შანდორ კოჩიში (ჰონვედი, უნგრეთი) – 33
1953 რიკ კოპენსი (ბეერსხო, ბელგია) – 35
1952 შანდორ კოჩიში (ჰონვედი, უნგრეთი) – 36
1951 რეფიკ რესმია (პარტიზანი, ალბანეთი) – 59
1950 ჯეფ მერმენსი (ანდერლეხტი, ბელგია) – 37
1949 ფერენც დეკი (ფერენცვაროში, უნგრეთი) – 59
1948 ფერენც პუშკაში (კიშპეშტ-ჰონვედი, უნგრეთი) – 50
1947 ფერენც დეკი (შენტლორინცი, უნგრეთი) – 48
1946 ფერენც დეკი (შენტლორინცი, უნგრეთი) – 66
1945 დიულა შენგელერი (უიპეშტი, უნგრეთი) – 36
1944 იოზეფ ბიკანი (სლავია, ბოჰემია და მორავია) – 57
1943 იოზეფ ბიკანი (სლავია, ბოჰემია და მორავია) – 39
1942 იოზეფ ბიკანი (სლავია, ბოჰემია და მორავია) – 45
1941 იოზეფ ბიკანი (სლავია, ბოჰემია და მორავია) – 38
1940 იოზეფ ბიკანი (სლავია, ბოჰემია და მორავია) – 50
1939 დიულა შენგელერი (უიპეშტი, უნგრეთი) – 56
1938 ენდი ბლექი (ჰართ ოფ მიდლოუშენი, შოტლანდია) – 40
1937 ლასლო ჩეხი (ჰუნგარია, უნგრეთი) – 36
1936 ჯიმი მაკგრორი (სელტიკი, შოტლანდია) – 50
1935 ედუარდ დრეიკი (არსენალი, ინგლისი) – 42
1934 ჯიმი სმიტი (გლაზგო რეინჯერსი, შოტლანდია) – 41
1933 უილი მაკფადენი (მოზერუელი, შოტლანდია) – 45
1932 ფრედ რობერტსი (გლენტორანი, ჩრდილოეთ ირლანდია) – 55
1931 ჯო ბემბრიკი (ლინფილდი, ჩრდილოეთ ირლანდია) – 50
1930 ვიკ უოტსონი (ვესტ ჰემ იუნაიტედი, ინგლისი) – 41
1929 ეველინ მორისონი (ფალკირკი, შოტლანდია), დეივ ჰოლიდეი (სანდერლენდი, ინგლისი) – 43
1928 უილიამ დიქსი დინი (ევერტონი, ინგლისი) – 60
1927 ჯიმი მაკგრორი (სელტიკი, შოტლანდია) – 49
1926 ტედ ჰარპერი (ბლექბერნ როვერსი, ინგლისი) – 43
1925 უილი დევლინი (კოუდენბესი, შოტლანდია) – 33
1924 დეივ ჰალიდეი (დანდი იუნაიტედი, შოტლანდია) – 38
1923 ჩარლი ბუშემი (სანდერლენდი, ინგლისი), ჯონ უაითი (ჰართ ოფ მიდლოუშენი, შოტლანდია) – 30
1922 დანკან უოქერი (სენტ მირენი; შოტლანდია) – 45
1921 ჰიუ ფერგიუსონი (მოზერუელი, შოტლანდია) – 43
1920 ფრედ მორისი (ვესტ ბრომვიჩ ალბიონი, ინგლისი) – 37
1919 ალფრედ შაფერი (მტკ, უნგრეთი) – 41
1918 ალფრედ შაფერი (მტკ, უნგრეთი) – 42
1917 ბერტ იერნელი (ერდრიეონიენსი, შოტლანდია) – 39
1916 ჯეიმს მაკკოლი (სელტიკი, შოტლანდია) – 34
1915 თომას გრეისი (ჰართ ოფ მიდლოუშენი, შოტლანდია), ჯეიმს რიჩარდსონი (ეირ იუნაიტედი, შოტლანდია) – 29
1914 იმრე შლოსერი (ფერენცვაროში, უნგრეთი) – 36
1913 იმრე შლოსერი (ფერენცვაროში, უნგრეთი) – 43
1912 იმრე შლოსერი (ფერენცვაროში, უნგრეთი) – 40
1911 იმრე შლოსერი (ფერენცვაროში, უნგრეთი) – 42
1910 ჯონ სმიტი (ჰალ სიტი, ინგლისი) – 32
1909 ბერტ ფრიმენი (ევერტონი, ინგლისი) – 38
1908 ჯონ სიმპსონი (ფალკირკი, შოტლანდია) – 32
1907 ალფ იანგი (ევერტონი, ინგლისი) – 30
1906 ალბერტ შეპერდი (ბოლტონ უონდერერზი, ინგლისი), უილიამ ჯონსი (ბირმინგემ სიტი, ინგლისი), უილიამ მაქსუელი (ბრისტოლ სიტი, ინგლისი) – 26
1905 სამუელ მარში (ბოლტონ უონდერერზი, ინგლისი) – 26
1904 რობერტ ჰემილტონი (გლაზგო რეინჯერსი, შოტლანდია) – 28
1903 ალეკ რეიბოლდი (ლივერპული, ინგლისი) – 31
1902 ჩარლზ საიმონსი (ვესტ ბრომვიჩ ალბიონი, ინგლისი) – 23
1901 სტივ ბლუმერი (დერბი ქაუნთი, ინგლისი) – 24
1900 უილიამ გერეტი (ასტონ ვილა; ინგლისი) – 27
1899 რობერტ ჰემილტონი (გლაზგო რეინჯერსი; შოტლანდია) – 25
1898 ჯორჯ უელდონი (ასტონ ვილა, ინგლისი) – 21
1897 სტივ ბლუმერი (დერბი ქაუნთი, ინგლისი) – 22
1896 ჯონი კემპბელი (ასტონ ვილა, ინგლისი), სტივ ბლუმერი (დერბი ქაუნთი, ინგლისი) – 20
1895 ჯონი კემპბელი (სანდერლენდი, ინგლისი) – 22
1894 ჯეკ საუსუორსი (ევერტონი, ინგლისი) – 27
1893 ჯონი კემპბელი (სანდერლენდი, ინგლისი) – 31
1892 ჯონი კემპბელი (სანდერლენდი, ინგლისი) – 32
1891 ჯეკ საუსუორსი (ბლექბერნ როვერსი, ინგლისი) – 26
1890 ჯეიმს როსი (პრესტონ ნორს ენდი, ინგლისი) – 24
1889 ჯონ გუდელი (პრესტონ ნორს ენდი, ინგლისი) – 21

ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2006 წლის 7 აგვისტო)

ka_GEGeorgian