ბარსელონელთა ტრიუმფი
მონაკოს სათავადომ გუშინ უეფას გალა-წარმოდგენას უმასპინძლა – ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ ჩემპიონთა ლიგის 2005-06 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები დააჯილდოვა.
2005-06 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ჩემპიონთა ლიგის მომგები ბარსელონის ლიდერი რონალდინიო დაასახელეს. ის მეორე ბრაზილიელია, რომელმაც ეს ჯილდო მოიპოვა. 1998 წელს, უეფას პირველ გალა-წარმოდგენაზე, საუკეთესო ფეხბურთელად რონალდო დაასახელეს.
გასულ წელს მან საუკეთესო თავდამსხმელის პრიზი მიიღო. ბოლო გათამაშებაში რონალდინიომ მხოლოდ ერთი შეხვედრა გამოტოვა, ამასთანავე, პანათინაიკოსთან მატჩში ჰეთ-თრიქი მიითვალა.
საუკეთესო მეკარედ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ფინალში გაძევებული იენს ლემანი მიიჩნიეს. ლონდონის არსენალის გერმანელმა მეკარემ ფინალამდე ზედიზედ 8 შეხვედრაში არ გაუშვა გოლი, ნახევარფინალის საპასუხო მატჩის ბოლო წუთებზე კი ვილიარეალის არგენტინელი გამთამაშებლის, ხუან რომან რიკელმეს პენალტი მოიგერია.
საუკეთესო მცველად ბარსელონის კაპიტანი კარლეს პუიოლი დაასახელეს. მან დიდებულად ჩაატარა განვლილი სეზონი და გარდა იმისა, რომ გუნდს ჩემპიონთა თასამდე გაუძღვა, პრიმერადივიზიონის ზედიზედ მეორედ მოგებაშიც დაეხმარა.
საუკეთესო ნახევარმცველის ტიტული ბარსას პორტუგალიელმა შუახაზელმა დეკუმ მოიპოვა. ის პირველი ფეხბურთელია უეფას ვერსიით საუკეთესო ნახევარმცველის ტიტული ორ კლუბში მოიგო. 2004 წელს მან პორტუს შემადგენლობაში მოიპოვა ჩემპიონთა თასი და საუკეთესო ნახევარმცველის გარდა, საუკეთესო მოთამაშის ტიტულიც მოიგო.
საუკეთესო თავდამსხმელის ჯილდო კვლავ სამეულ ეტოოს ერგო.
ცნობისათვის: საუკეთესონი 16 მწვრთნელის გამოკითხვის შემდეგ დადგინდნენ.
საუკეთესო ფეხბურთელი
2006 რონალდინიო (ბარსელონა, ესპანეთი; ბრაზილია)
2005 სტივენ ჯერარდი (ლივერპული, ინგლისი; ინგლისი)
2004 დეკუ (პორტუ, პორტუგალია; პორტუგალია)
2003 ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი, იტალია; იტალია)
2002 ზინედინ ზიდანი (რეალი, ესპანეთი; საფრანგეთი)
2001 შტეფან ეფენბერგი (ბაიერნი, გერმანია; გერმანია)
2000 ფერნანდო რედონდო (რეალი, ესპანეთი; არგენტინა)
1999 დევიდ ბექემი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი; ინგლისი)
1998 რონალდო (ინტერი, იტალია; ბრაზილია)
საუკეთესო მეკარე
2006 იენს ლემანი (არსენალი, ინგლისი; გერმანია)
2005 პეტრ ჩეხი (ჩელსი, ინგლისი; ჩეხეთი)
2004 ვიტორ ბაია (პორტუ, პორტუგალია; პორტუგალია)
2003 ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი, იტალია; იტალია)
2002 ოლივერ კანი (ბაიერნი, გერმანია; გერმანია)
2001 ოლივერ კანი (ბაიერნი, გერმანია; გერმანია)
2000 ოლივერ კანი (ბაიერნი, გერმანია; გერმანია)
1999 ოლივერ კანი (ბაიერნი, გერმანია; გერმანია)
1998 პეტერ შმეიხელი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი; დანია)
საუკეთესო მცველი
2006 კარლეს პუიოლი (ბარსელონა, ესპანეთი; ესპანეთი)
2005 ჯონ ტერი (ჩელსი, ინგლისი; ინგლისი)
2004 რიკარდო კარვალიუ (პორტუ, პორტუგალია; პორტუგალია)
2003 რობერტო კარლოსი (რეალი, ესპანეთი; ბრაზილია)
2002 რობერტო კარლოსი (რეალი, ესპანეთი; ბრაზილია)
2001 რობერტო აიალა (ვალენსია, ესპანეთი; არგენტინა)
2000 იააპ სტამი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი; ჰოლანდია)
1999 იააპ სტამი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი; ჰოლანდია)
1998 ფერნანდო იერო (რეალი, ესპანეთი; ესპანეთი)
საუკეთესო ნახევარმცველი
2006 დეკუ (ბარსელონა, ესპანეთი; პორტუგალია)
2005 კაკა (მილანი, იტალია; ბრაზილია)
2004 დეკუ (პორტუ, პორტუგალია; პორტუგალია)
2003 პაველ ნედვედი (იუვენტუსი, იტალია; ჩეხეთი)
2002 მიხაელ ბალაკი (ბაიერი, გერმანია; გერმანია)
2001 გაისკა მენდიეტა (ვალენსია, ესპანეთი; ესპანეთი)
2000 გაისკა მენდიეტა (ვალენსია, ესპანეთი; ესპანეთი)
1999 დევიდ ბექემი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი; ინგლისი)
1998 ზინედინ ზიდანი (იუვენტუსი, იტალია; საფრანგეთი)
საუკეთესო თავდამსხმელი
2006 სამუელ ეტოო (ბარსელონა, ესპანეთი; კამერუნი)
2005 რონალდინიო (ბარსელონა, ესპანეთი; ბრაზილია)
2004 ფერნანდო მორიენტესი (მონაკო, საფრანგეთი; ესპანეთი)
2003 რუუდ ვან ნისტელროი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი; ჰოლანდია)
2002 რაული (რეალი, ესპანეთი; ესპანეთი)
2001 რაული (რეალი, ესპანეთი; ესპანეთი)
2000 რაული (რეალი, ესპანეთი; ესპანეთი)
1999 ანდრეი შევჩენკო (დინამო, უკრაინა; უკრაინა)
1998 რონალდო (ინტერი, იტალია; ბრაზილია)
ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2006 წლის 25 აგვისტო)