ევროპაში საუკეთესო ანრია
ყოველკვირეულმა ფრანგულმა ჟურნალმა ონზმა ევროპის 2006 წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა – საფრანგეთის ნაკრებისა და ლონდონის არსენალის ბომბარდირმა ტიერი ანრიმ ჟურნალის მკითხველთა აზრით, გასულ წელს საუკეთესოდ ითამაშა.
2006 წელს ტიერი ანრიმ არსენალის შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ხოლო საფრანგეთის ნაკრების მაისურით მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იასპარეზა, ამავდროულად, 2005-06 წლების სეზონში ზედიზედ მესამედ მოიგო ინგლისის პრემიერლიგის საუკეთესო გოლეადორის ტიტული და ასევე მესამედ მოიპოვა ინგლისის საფეხბურთო ჟურნალისტთა ასოციაციის დაწესებული წლის ფეხბურთელის პრიზი.
ონზის რეფერენდუმში II ადგილი ბრაზილიის ნაკრების და ბარსელონის სუპერვარსკვლავ რონალდინიოს ერგო, III კი მარსელის ოლიმპიკის და საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ფრანკ რიბერი გავიდა.
ფრანგულმა ჟურნალმა ევროპის 2006 წლის საუკეთესო მწვრთნელიც დაასახელა. ეს პატივი ბარსელონის ჰოლანდიელ მწვრთნელ ფრენკ რაიკაარდს ერგო, რომლის ხელმძღვანელობით კლუბმა ესპანეთის ჩემპიონატი, სუპერთასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
ონზის მკითხველებმა 2006 წლის სიმბოლური ნაკრებიც დაასახელეს:
მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი, იტალია; იტალია)
მცველები: ვილი სანიოლი (ბაიერნი, გერმანია; საფრანგეთი), ლილიან ტურამი (ბარსელონა, ესპანეთი; საფრანგეთი), ფაბიო კანავარო (რეალი, ესპანეთი; იტალია), ერიკ აბიდალი (ლიონი, საფრანგეთი; საფრანგეთი)
ნახევარმცველები: პატრიკ ვიეირა (ინტერი, იტალია; საფრანგეთი), ანდრეა პირლო (მილანი, იტალია; იტალია), რონალდინიო (ბარსელონა, ესპანეთი; ბრაზილია), ზინედინ ზიდანი (კარიერა დაასრულა; საფრანგეთი)
თავდამსხმელები: სამუელ ეტოო (ბარსელონა, ესპანეთი; კამერუნი), ტიერი ანრი (არსენალი, ინგლისი; საფრანგეთი)
ფრანგული გამოცემა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს და წლის სიმბოლურ ნაკრებს 1976 წლიდან ასახელებს.
აღსანიშნავია, რომ ამ გამოცემის მოგება ევროპაში მოთამაშე არაევროპელ ფეხბურთელებს რეფერენდუმის დაარსებისთანავე შეეძლოთ. თავდაპირველად ჟურნალი ონზ მონდიალის სახელით გამოიცემოდა, თუმცა 1989 წლიდან მას ონზი ეწოდა.
1991 წლიდან ონზის მკითხველები კონტინენტის წლის საუკეთესო მწვრთნელსაც ასახელებენ.
1995 წელს, ჟურნალის დაარსების 20 წლის იუბილეზე, ონზის მკითხველებმა რეფერენდუმის გამარჯვებულთაგან სუპერ ოქროს ბურთის მფლობელი გამოავლინეს. საუკეთესო ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება:
1.მიშელ პლატინი (საფრანგეთი; ხმათა 74%)
2.მარკო ვან ბასტენი (ჰოლანდია; 10%)
3.დიეგო მარადონა (არგენტინა; 5%)
4.რობერტო ბაჯო (იტალია; 4%)
5.რომარიო (ბრაზილია; 3%)
ევროპის წლის მოთამაშე
2006 1.ტიერი ანრი (საფრანგეთი), 2.რონალდინიო (ბრაზილია), 2.ფრენკ რიბერი (საფრანგეთი)
2005 1.რონალდინიო (ბრაზილია), 2.სტივენ ჯერარდი (ინგლისი), 3.ტიერი ანრი (საფრანგეთი)
2004 1.დიდიე დროგბა (კოტ დივუარი), 2.ტიერი ანრი (საფრანგეთი), 3.რონალდინიო (ბრაზილია)
2003 1.ტიერი ანრი (საფრანგეთი), 2.ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი), 3.დევიდ ბექემი (ინგლისი)
2002 1.რონალდო (ბრაზილია), 2.ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი), 3.რონალდინიო (ბრაზილია)
2001 1.ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი), 2.მაიკლ ოუენი (ინგლისი), 3.რობერ პირესი (საფრანგეთი)
2000 1.ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი), 2.ლუიშ ფიგუ (პორტუგალია), 3.ტიერი ანრი (საფრანგეთი)
1999 1.რივალდო (ბრაზილია), 2.დევიდ ბექემი (ინგლისი), 3.ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი)
1998 1.ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი), 2.ფაბიენ ბარტეზი (საფრანგეთი), 3.ემანუელ პეტი (საფრანგეთი)
1997 1.რონალდო (ბრაზილია), 2.ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი), 3.მარკო სიმონე (იტალია)
1996 1.ერიკ კანტონა (საფრანგეთი), 2.ჟორჟ ვეა (ლიბერია), 3.მათიას ზამერი (გერმანია)
1995 1.ჟორჟ ვეა (ლიბერია), 2.რობერტო ბაჯო (იტალია), 3.პაოლო მალდინი (იტალია)
1994 1.რომარიო (ბრაზილია), 2.ხრისტო სტოიჩკოვი (ბულგარეთი), 3.რობერტო ბაჯო (იტალია)
1993 1.რობერტო ბაჯო (იტალია), 2.ალენ ბოკშიჩი (ხორვატია), 3.რომარიო (ბრაზილია)
1992 1.ხრისტო სტოიჩკოვი (ბულგარეთი), 2.მარკო ვან ბასტენი (ჰოლანდია), 3.ჟან-პიერ პაპენი (საფრანგეთი)
1991 1.ჟან-პიერ პაპენი (საფრანგეთი), 2.კრის უოდლი (ინგლისი), 3.ლოთარ მათეუსი (გფრ)
1990 1.ლოთარ მათეუსი (გერმანია), 2.სალვატორე სკილაჩი (იტალია), 3.ჟან-პიერ პაპენი (საფრანგეთი)
1989 1.მარკო ვან ბასტენი (ჰოლანდია), 2.რუუდ გულიტი (ჰოლანდია), 3.ჟან-პიერ პაპენი (საფრანგეთი)
1988 1.მარკო ვან ბასტენი (ჰოლანდია), 2.რუუდ გულიტი (ჰოლანდია), 3.დიეგო მარადონა (არგენტინა)
1987 1.დიეგო მარადონა (არგენტინა), 2.მარკო ვან ბასტენი (ჰოლანდია), 3.ჟან ტიგანა (საფრანგეთი)
1986 1.დიეგო მარადონა (არგენტინა), 2.მანუელ ამორო (საფრანგეთი), 3.გარი ლინეკერი (ინგლისი)
1985 1.მიშელ პლატინი (საფრანგეთი), 2.პრებენ ელკიაერ-ლარსენი (დანია), 3.დიეგო მარადონა (არგენტინა)
1984 1.მიშელ პლატინი (საფრანგეთი), 2.ჟან ტიგანა (საფრანგეთი), 3.პრებენ ელკიაერ-ლარსენი (დანია)
1983 1.მიშელ პლატინი (საფრანგეთი), 2.პაულო რობერტო ფალკაო (ბრაზილია), 3.კარლ-ჰაინც რუმენიგე (გფრ)
1982 1.პაოლო როსი (იტალია), 2.ალან ჟირესი (საფრანგეთი), 3.პაულო რობერტო ფალკაო (ბრაზილია)
1981 1.კარლ-ჰაინც რუმენიგე (გფრ), 2.პაულ ბრაიტნერი (გფრ), 3.იან კულემანსი (ბელგია)
1980 1.კარლ-ჰაინც რუმენიგე (გფრ), 2.კევინ კიგანი (ინგლისი), 3.ჰორსტ ხრუბეში (გფრ)
1979 1.კევინ კიგანი (ინგლისი), 2.ტრევორ ფრენსისი (ინგლისი), 3.რობ რენსენბრინკი (ჰოლანდია)
1978 1.მარიო კემპესი (არგენტინა), 2.ჰანს კრანკლი (ავსტრია), 3.რობ რენსენბრინკი (ჰოლანდია)
1977 1.კევინ კიგანი (ინგლისი), 2.მიშელ პლატინი (საფრანგეთი), 3.ალან სიმონსენი (დანია)
1976 1.რობ რენსენბრინკი (ჰოლანდია), 2.კევინ კიგანი (ინგლისი), 3.დომინიკ როშტო (საფრანგეთი)
ევროპის წლის მწვრთნელი
2006 ფრენკ რაიკაარდი (ბარსელონა, ესპანეთი; ჰოლანდია)
2005 ჟოზე მოურინიუ (ჩელსი, ინგლისი; პორტუგალია)
2004 არსენ ვენგერი (არსენალი, ინგლისი; საფრანგეთი)
2003 არსენ ვენგერი (არსენალი, ინგლისი; საფრანგეთი)
2002 არსენ ვენგერი (არსენალი, ინგლისი; საფრანგეთი)
2001 ჟერარ ულიე (ლივერპული, ინგლისი; საფრანგეთი)
2000 არსენ ვენგერი (არსენალი, ინგლისი; საფრანგეთი)
1999 ალექს ფერგიუსონი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი; შოტლანდია)
1998 ემე ჟაკე (საფრანგეთის ნაკრები; საფრანგეთი)
1997 მარჩელო ლიპი (იუვენტუსი, იტალია; იტალია)
1996 გი რუ (ოსერი, საფრანგეთი; საფრანგეთი)
1995 ლუის ვან გაალი (აიაქსი, ჰოლანდია; ჰოლანდია)
1994 იოჰან კრუიფი (ბარსელონა, ესპანეთი; ჰოლანდია)
1993 რაიმონ გუტალსი (ოლიმპიკი, საფრანგეთი; ბელგია)
1992 იოჰან კრუიფი (ბარსელონა, ესპანეთი; ჰოლანდია)
1991 რაიმონ გუტალსი (ოლიმპიკი, საფრანგეთი; ბელგია)
ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2006 წლის 11 დეკემბერი)