გერმანია 2006: არის 2 000!

მსოფლიო ჩემპიონატებზე საიუბილეო, მე2 000 გოლი გავიდა: შვედეთისა და ინგლისის ნაკრებეთა შეხვედრის 51 წუთზე სკანდინავიელთა თავდამსხმელმა მარკუს ოლბაკმა თავური დარტყმით დალაშქრა მეტოქის კარი და უდიდესი საფეხბურთო ტურნირების ისტორიაშიც შევიდა!

საინტერესოა, რომ მარკუს ოლბაკი მე3 შვედია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატების საიუბილეო ბურთი გაიტანა.

1938 წელს ჰანსი კელერმა კუბასთან შეხვედრაში შეაგდო მე200 გოლი, 1990 წელს კი ჯონი ექსტრიომის მიერ კოსტა რიკის ნაკრების კარში გატანილი ბურთი 1 400ე გამოდგა.

საიუბილეო გოლები:
0001 ლუსიენ ლორანი (საფრანგეთი) – 1930; მექსიკასთან
0100 ანჯელო სკიავიო (იტალია) – 1934; აშშსთან
0200 ჰანსი კელერი (შვედეთი) – 1938; კუბასთან
0300 ჩიკო (ბრაზილია) – 1950; ესპანეთთან
0400 მაქს მორლოკი (გფრ) – 1954; თურქეთთან
0500 ჯონ კოლინზი (შოტლანდია) – 1958; პარაგვაისთან
0600 დრაჟენ იერკოვიჩი (იუგოსლავია) – 1962; ურუგვაისთან
0700 ჯი სეუ პარკი (კორეა) – 1966; ჩილესთან
0800 გერდ მიულერი (გფრ) – 1970; ბულგარეთთან
0900 ექტორ იასალდე (არგენტინა) – 1974; ჰაიტისთან
1000 რობი რენსენბრინკი (ჰოლანდია) – 1978; შოტლანდიასთან
1100 სერგეი ბალტაჩა (სსრკ) – 1982; ახალ ზელანდიასთან
1200 ჟან-პიერ პაპენი (საფრანგეთი) – 1986; კანადასთან
1300 გარი ლინეკერი (ინგლისი) – 1986; პარაგვაისთან
1400 ჯონი ექსტრიომი (შვედეთი) – 1990; კოსტა რიკასთან
1500 კლაუდიო კანიჯა (არგენტინა) – 1994; ნიგერიასთან
1600 პიერ ისა (სამხრეთ აფრიკა) – 1998; საფრანგეთთან (საკუთარ კარში)
1700 ოლივერ ბირჰოფი (გერმანია) – 1998; ირანთან
1800 ბეტუ (პორტუგალია) – 2002; აშშსთან
1900 კრისტიან ვიერი (იტალია) – 2002; კორეასთან
2000 მარკუს ოლბაკი (შვედეთი) – 2006; ინგლისთან

ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2006 წლის 21 ივნისი)

ka_GEGeorgian