გერმანია 2006: რონალდოს რეკორდი
27 ივნისს, ბრაზილიის და განის ნაკრებთა მერვედფინალურ შეხვედრაში, სამხრეთამერიკელთა გოლეადორმა რონალდომ მე5 წუთზე გახსნა ანგარიში.
ამ გოლით ის მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში შევიდა – მე15 გოლი გაიტანა ფინალურ ეტაპზე, რაც არნახული შედეგია!
იაპონიასთან ჯგუფური ტურნირის ბოლო შეხვედრაში რონალდომ, ვისაც მანამდე გოლი ვერ გაეტანა, დუბლი შეასრულა და მსოფლიო ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირ გერდ მიულერს დაეწია.
გასული საუკუნის 70იანი წლების საუკეთესო გოლეადორს 1970 და 1974 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე 14 გოლი გაეტანა, რაც რონალდომდე საუკეთესო შედეგი იყო.
თუმცა, ახლა რეკორდსმენი ბრაზილიელია: 15 გოლი მან მსოფლიოს 3 ჩემპიონატზე შეაგდო. მართალია რონალდო 1994 წელსაც ირიცხებოდა ბრაზილიის ნაკრებში (მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა), მაგრამ ამერიკაში წუთიც არ უთამაშია.
1998 წელს, საფრანგეთში, სადაც ბრაზილია ფინალში დამარცხდა მასპინძელთა ნაკრებთან (0:3), რონალდომ 4ჯერ გამოიჩინა თავი: მაროკოსთან (ჯგუფში), ჩილესთან (დუბლი 1/8ფინალში) და ჰოლანდიასთან (1/2ფინალში).
2002 წელს რონალდოს ბრაზილია მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, თავდამსხმელმა კი, გარდა იმისა, რომ მეორედ მოიგო უდიდესი საფეხბურთო ტურნირი, 8 გოლით პირველად მოიპოვა საუკეთესო ბომბარდირის ტიტული!
მისი გოლები შემდეგნაირად გადანაწილდა: ჯგუფურ ტურნირში თურქეთთან, ჩინეთთან და კოსტა რიკასთან (დუბლი), 1/8ფინალში ბელგიასთან, 1/2ფინალში თურქეთთან და დუბლი ფინალში გერმანიასთან.
მსოფლიო ჩემპიონატების 3 საუკეთესო ბომბარდირი:
1.რონალდო (ბრაზილია; 1998-4 გოლი; 2002-8, ბომბარდირი; 2006-3)
2.გერდ მიულერი (გფრ; 1970-10, ბომბარდირი; 1974-4)
3.ჟიუსტ ფონტენი (საფრანგეთი; 1958-13, ბომბარდირი)
ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2006 წლის 28 ივნისი)