ოქროს ერლინგი
ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდო – Golden Boy – დორტმუნდის ბორუსიის ნორვეგიელმა ცენტრფორვარდმა ერლინგ ჰაალანდმა ბერლინში ჰერტასთან პოკერით აღნიშნა – 4 გოლი 32 წუთში!
ბუნდესლიგის 7 ტურში სკანდინავიელმა უკვე 10 გოლი გაიტანა, ბორუსიაში გადასვლის შემდეგ კი (იანვარში), ყველა ტურნირზე 30 მატჩში 31 გოლი შეაგდო!
Golden Boy იტალიური ტუტოსპორტის მიერ 2003 წელს დაარსებული ჯილდოა და ევროპის საუკეთესო 21წლამდელს გადაეცემა.
წლევანდელი რეფერენდუმის ათეული ასეთია:
1.ერლინგ ჰაალანდი (ბორუსია/ნორვეგია)
2.ანსუ ფატი (ბარსელონა/ესპანეთი)
3.ალფონსო დევისი (ბაიერნი/კანადა)
4.ჯეიდონ სანჩო (ბორუსია/ინგლისი)
5.ედუარდო კამავინგა (რენი/საფრანგეთი)
6.დეიან კულუშევსკი (იუვენტუსი/შვედეთი)
7.ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი/ინგლისი)
8.დომინიკ შობოშლაი (რბ ზალცბურგი/უნგრეთი)
9.ბუკაიო საკა (არსენალი/ინგლისი)
10.ვინისიუს ჯუნიორი (რეალი/ბრაზილია)
ლაშა გოდუაძე (2020 წლის 22 ნოემბერი)
გრაფიკა: ემილიო სანსოლინი