იცნობდეთ: იუსუფა მუოკოკო

ბუნდესლიგის ბოლო ტურში დორტმუნდის ბორუსიამ ბერლინში ჰერტა 5:2 დაანგრია. ერლინგ ჰაალანდის პოკერზე და ნორვეგიელის მიღწევებზე გუშინ გითხარით, მაგრამ ბერლინური მატჩი ამ 16 წლის ფეხბურთელის გამოცაა საინტერესო.

85ე წუთზე ჰაალანდი სწორედ მუოკოკომ შეცვალა და:

16 წლის და 1 დღისა გახდა ყველაზე პატარა, ვისაც კი ოდესმე უთამაშია… ბუნდესლიგაში!

კამერუნში დაბადებული თავდამსხმელი, ვინც უკვე 2ჯერ ითამაშა გერმანიის 20წლამდელთა ნაკრებში, 16 წლისა დებიუტამდე ერთი დღით ადრე, 20 ნოემბერს გახდა.

14 წლის იყო იუსუფა, როცა პირველად ითამაშა ბორუსიის 19წლამდელებში – ვუპერტალერს (9:2) 6 გოლი გაუტანა!

შარშან, 19 სექტემბერს, ბარსელონის წინააღმდეგ იასპარეზა უეფას ახალგაზრდულ ლიგაში და ყველაზე უმცროსი გახდა, ვისაც კი ამ ტურნირში უთამაშია.

შარშანვე, 23 ოქტომბერს, 15 წლისამ ინტერს გაუტანა გოლი და ახალგაზრდული ლიგის ყველაზე პატარა მეგოლე გახდა…

და ვის ეკუთვნოდა ბუნდესლიგის ძველი რეკორდი?

მუოკოკომდე ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი ასევე დორტმუნდელი ნური შაჰინი გახლდათ – თურქეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა 16 წლის და 334 დღისამ ითამაშა გერმანული საკლუბო ფეხბურთის ელიტაში.

 

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 23 ნოემბერი)
ფოტო:
UEFA.com

ka_GEGeorgian