ვარსკვლავები: მიშელ პლატინი

ჩემპიონთა ლიგის ოფიციალური გამოცემის CHAMPIONSის ჟურნალისტი კევინ ბაკლი ახალი სეზონის დაწყებამდე ლეგენდარულ ფრანგ ფეხბურთელს, გასული საუკუნის 80იანი წლების ტურინის იუვენტუსის და საფრანგეთის ნაკრების ლიდერ მიშელ პლატინის იხსენებს. ბაკლი ბრწყინვალე მოთამაშის ყოფილ თანაგუნდელებს და მეტოქეებს შეხვდა.
დღეს პლატინი ევროპის ფეხბურთის მმართველის ორგანიზაციის უეფას პრეზიდენტი გახლავთ2007 წლის დასაწყისში ლეგენდარულმა ფრანგმა ამ თანამდებობაზე შვედი ლენარტ იუჰანსონი შეცვალა.

როცა მის ყოფილ თანაგუნდელებს, მწვრთნელებს და მეტოქეებს ვხვდები და მასზე აზრს ვეკითხები, თითქოს ყველამ პირი შეკრაო, ერთი სიტყვით ახასიათებენ – გენიოსი!

მიშელ პლატინი 1982-87 წლებში თამაშობდა სერია აში და იუვენტუსის ნამდვილი ლიდერი იყო. გენიოსს მას უკვე მაშინ უწოდებდნენ.

იმ წლების ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა ზბიგნევ ბინეკმა პლატინის მხარდამხარ 3 სეზონი ითამაშა: ის ერთერთი საუკეთესო მეგობარია, ასე რომ, მისი შეფასებისას სუბიექტურობა უნდა მაპატიოთ. როცა მიშელზე ვსაუბრობ, ამის შესახებ ყველას ვაფრთხილებიუვენტუსის ისტორიაში ის, ალბათ, ყველა დროის საუკეთესო ხუთეულშია ჯამპიერო ბონიპერტის, რობერტო ბაჯოს და ალესანდრო დელ პიეროს მხარდამხარ.

დღეს მე10 ნომრით ბევრი ისეთი ფეხბურთელი თამაშობს, ამ მაისურს წლების წინ არავინ რომ გააკარებდა. ჩვენ დროში ამ ნომრით მოთამაშე მცველებიც არავის უკვირს, მაშინ კი მე10 ნომრით ასპარეზობა ძალია დიდი პატივი იყო. ალბათ, უმძიმესი ტვირთიც.

ზბიგნევ ბონეკი: „პლატინი მარტივ ფეხბურთს თამაშობდა. ჩვენ დროსაც იყვნენ ფეხბურთელები, რომლებსაც ულამაზესი ფინტები ეხერხებოდათ. არც მიშელი იყო გამონაკლისი, მაგრამ მას მაინც უბრალო თამაში ერჩივნაბურთის მიღება, დროული პასი უახლოეს თანაგუნდელს წინ წაწევა… კარში დარტყმაარაფერი განსაკუთრებული, მაგრამ ყველაფერს იმდენად სადად და დროულად აკეთებდა, რომ გუნდისთვის უდიდესი სარგებელი მოჰქონდა. მისი ფეხბურთი ძალიან დახვეწილი და ელეგანტური იყო.

იტალიაში მას ტრეკუარტისტას უწოდებდნენ, თავდამსხმელებს უკან გამწესებულ შემოქმედს. ასეთს გუნდის თამაში უნდა წარემართა, მაგრამ ამავდროულად, პლატინის არც გოლების გატანა ავიწყდებოდა – 1983-85 წლებში ზედიზედ 3ჯერ გახდა სერია ას საუკეთესო ბომბარდირი!

ლონდონის ჩელსის მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის პლატინის თამაში ძალიან კარგად ახსოვს: ჯერ რომაში, შემდეგ კი მილანში გადასულ დონ კარლოს არაერთხელ უგრძვნია ფრანგის ძალა: ის 5 წლის მანძილზე იყო ჩემი მეტოქე. იმ წლებში იუვენტუსი მსოფლიო დონის კლუბი იყო, პლატინი კი მისი ლიდერი. თუ ერთი სიტყვით მთხოვთ მის დახასიათებას, გეტყვით, რომ გენიოსი გახლდათ! მისი სიდიადე უბურთოდ თამაშისას განსაკუთრებით თვალშისაცემი იყოარ ვიცოდით რას მოიმოქმედებდა და ამიტომაც, მისი თამაშიდან გამოთიშვა, დაჭერა, ძალიან ჭირდა. მგონი, შეუძლებელიც იყო.

ის, რომ პლატინი განსაკუთრებულ ფეხბურთს თამაშობდა, 1985 წელს გამართული ტურინული დერბის ერთი ეპიზოდიდანაც თვალსაჩინოდ ჩანს: მოედნის ცენტრში მდგომმა მიშელმა ალდო სერენასგან მიიღო ბურთი და მაშინვე კარში დაარტყა. წინ გამოსულმა მეკარე ძლივს მოასწრო კარის ხაზზე დაბრუნება და ბურთის კუთხურზე მოგერიება…

საერთოდ, მიშელს ძლიერი დარტყმა ახასიათებდა, თავით თამაშიც ეხერხებოდა, მაგრამ ყველაზე ძალიან საჯარიმო დარტყმები უყვარდა – ცოცხალი კედლის უკან მდგარი მეკარე პლატინის წინააღმდეგ, ხშირ შემთხვევაში განწირული იყო.

მისი სიძლიერე სხარტი აზროვნებაც იყოშექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე იღებდა გადაწყვეტილებებს და ამით იუვენტუსი მხოლოდ იგებდა. ჯოვანი ტრაპატონის ოსტატობაც ხაზგასასმელია. გუნდში ასეთი მოთამაშე რომ დაიგულა, სრული თავისუფლება მიანიჭა,ამბობს ბონეკი და თასების მფლობელთა თასზე ბორდოსთან 2:0 მოგებულ შეხვედრას იხსენებს. როცა ტურინელებს თამაშის მიწურულს ძალიან გაუჭირდათ, მიშელმა უკან დახევა არ ითაკილა: მცველებს გაუთავებელი შეტევების მოგერიებაში ეხმარებოდა და მეტოქის ნახევარზე მხოლოდ კონტრშეტევისას გადადიოდა.

ალდო სერენა, ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ტურინის და მილანის ორივე კლუბებში ითამაშა, ამბობს: გამოკვეთილი ფორვარდი ვიყავი, მიშელიგამთამაშებელი, კლასიკური მე10 ნომერი, რომელსაც პასები ევალებოდა. ის თავის ამოცანას შეუდარებლად აკეთებდა. ხანდახან ვფიქრობდი, რომ ზურგით მდგომიც კი მხედავდაძალიან ტექნიკური იყო, გაწონასწორებული და რაც მთავარია, გუნდისთვის უდიდესი სარგებელი მოჰქონდა.

1985-86 წლების სეზონში სერენამ მხოლოდ პლატინის პასებით 11 გოლი გაიტანა, თავად ფრანგმა კი 12 ბურთი შეაგდო!

ის ლამაზი ფეხბურთის ტრფიალი იყო! ყოველთვის ზრუნავდა თამაში სანახაობრივ მხარეზე, თუმცა ჟონგლიორობისგან შორს იდგა, – ალდო სერენა.

ისევ და ისევ ტურინული დერბი უნდა გავიხსენოთ: ტორინოსთან მორიგი დაპირისპირებისას მიშელმა მეტოქის საჯარიმოში მიიღო ბურთი და როცა ყველა უძლიერეს დარტყმას ელოდა, მან ბურთი მცველს თავზე გადაავლო, მოხდენილი ფინტით მეკარეც მოატყუა და მშვიდად შეაგორა კარში.

თქვენ გახსოვთ ზინედინ ზიდანი, უყურებთ ალესანდრო დელ პიეროს თამაშს ორივე ეს ფეხბურთელი ვარსკვლავია, მათი საუკეთესო თვისებები კი პლატინიში იყო თავმოყრილი. მის დროს დიეგო მარადონა ბრწყინავდა, მაგრამ ჩემი აზრით, მიშელი არგენტინელზე დიდიაპლატინი წესების სრული დაცვით თამაშობდა და მისი ფეხბურთი, ჩემი აზრით, უფრო სუფთა და ლაღი იყო – კვლავ ალდო სერენა.

როცა პლატინიმ იუვენტუსი დატოვა, ის კლუბის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, არადა, ტურინში გატარებული პირველი თვეები ფრანგს კარგს არაფერს უქადდა – სერია აში დებიუტი ძალიან რთული გამოდგა.

პლატინი 1982 წლის შემოდგომით ჩაირიცხა იუვენტუსში, კლუბში, რომელიც იმ წლის მსოფლიო ჩემპიონატის მომგებ სკუადრა აძურას 6 ფეხბურთელს ითვლიდა! ამავდროულად, გუნდში იყო ბონეკიც, ესპანეთი 82ის ბრინჯაოს პრიზიორი დიდებული პოლონეთის ნაკრების ლიდერი.

წლების შემდეგ მიშელი იხსენებდა, როგორ შეხვდა იუვენტუსის კაპიტანი ჯუზეპე ბეპე ფურინო: არ ვიცი, რა იქნება ერთი წლის შემდეგ, მაგრამ შენ ჯერ აქ არაფერს წარმოადგენ!

იმ წლებში იტალიურ კლუბებს მხოლოდ 2 უცხოელით თამაშის უფლება ჰქონდათ და პლატინის შეძენის შემდეგ გუნდმა ირლანდიელი ლაიამ ბრეიდი გენუის სამპდორიას დაუთმო. არადა, ბრეიდიმ იუვენტუსთან ერთად 2 სკუდეტო მოიგო და ტიფოზებში პოპულარული გახლდათ.

მიშელს რამდენიმე ბარიერი უნდა დაეძლია. პირველ რიგში მეტოქე, შემდეგ საკუთარი თავი და ალბათ, გუნდიდან წასული ბრეიდის აჩრდილიცირლანდიელი გულშემატკივრებში დიდი სიყვარულით სარგებლობდა, ქომაგები კი პლატინის თავდაპირველად სწორედ მას ადარებდნენ, – მარკო ანსალდო, გაზეთ ლა სტამპას ჟურნალისტი, იუვენტუსის ექსპერტი.

1982-83 წლების სადებიუტო სეზონი ცუდად დაიწყო: არასახარბიელო თამაშს საზარდულის ტკივილებიც დაერთო. მერე იყო ბრეიდის სამპდორიასთან მარცხი, ტურინულ დერბიში ორბურთიანი უპირატესობის ხელიდან გაშვება და წაგება…

პირველი 6 თვე ძალიან რთული გამოდგა, 1983 წლის გაზაფხულიდან კი მან საკუთარი თავი იპოვა: პლატინი პლატინის დაემსგავსა, – მარკო ანსალდო. მართალია იმ სეზონში სკუდეტო ნილს ლიდჰოლმის გაწვრთნილმა რომამ მოიგო – მხოლოდ მეორედ კლუბის ისტორიაში – მაგრამ პლატინი სერია ას საუკეთესო ბომბარდირი გახდა, გუნდი კი ჩემპიონთა თასის ფინალში გაიყვანა…

მიუხედავად იმისა, რომ თანაგუნდელებთან შედარებით ძალიან ბევრის გაკეთება შეეძლო, თავს ზედმეტის უფლებას არ აძლევდა. მისი იუმორიც დახვეწილი იყოარასდროს გადაზრდილა დაცინვაშიმიშელი ბუნებით ლიდერი გახლდათ და დღევანდელი გადასახედიდან, არც მიკვირს ამდენს რომ მიაღწია, – ჯოვანი ტრაპატონი, მიშელ პლატინის მწვრთნელი ტურინში.

იუვენტუსში გატარებული 5 წლის მანძილზე შეუდარებელმა ფრანგმა 3ჯერ მოიგო ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება და ამდენჯერვე გახდა სერია ას საუკეთესო ბომბარდირი; 2ჯერ იმარჯვა იტალიის ჩემპიონატში, თითოჯერ კი ქვეყნის თასი, ჩემპიონთა, თასების მფლობელთა, ევროპის სუპერ და საკონტინენტთაშორისო თასები აღმართა.

1987 წელს ზღაპარი დასრულდა: ბრეშასთან 2:1 მოგების შემდეგ 32 წლის მიშელ პლატინი იუვენტუსს გამოეთხოვა.

მიშელ ფრანსუა პლატინი
დაიბადა 1955 წლის 21 ივნისს საფრანგეთის ქალაქ ჟეოფში
ნახევარმცველი
კლუბები: ნანსი (საფრანგეთი; 1972-79), სენტ-ეტიენი (საფრანგეთი; 1979-82), იუვენტუსი (ტურინი, იტალია; 1982-87)
გუნდური ტიტულები: საფრანგეთის ჩემპიონი – 1981; საფრანგეთის II დივიზიონის ჩემპიონი – 1975; საფრანგეთის თასი – 1978; იტალიის ჩემპიონი – 1984, 1986; იტალიის თასი – 1984; ჩემპიონთა თასი – 1985; თასების მფლობელთა თასი – 1984; ევროპის სუპერთასი – 1984; საკონტინენტთაშორისო თასი – 1985; ევროპის ჩემპიონი – 1984; მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – 1986
ინდივიდუალური ტიტულები: საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელი (ფრანს ფუტბოლი) – 1976, 1977; იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი (გუერინ სპორტივო, იტალია) – 1984; ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი (ფრანს ფუტბოლი, საფრანგეთი) – 1983, 1984, 1985; ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი (ონზ მონდიალი, საფრანგეთი) – 1983, 1984, 1985; მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი (უორლდ სოკერი, ინგლისი) – 1984, 1985; ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი – 1984; ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი – 1984 (9 გოლი); იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბადირი – 1983 (16), 1984 (20), 1985 (18)
საფრანგეთის ნაკრებში: 72 მატჩი, 41 გოლი (1976-87)

თარგმნა ლაშა გოდუაძემ (ჟურნალი ათიანი; 2008)

ka_GEGeorgian