რობერტ დიდი

2020 წლის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე რობერტ ლევანდოვსკია!
ფიფას რეფერენდუმის ისტორიაში ბაიერნის ფორვარდი პირველი პოლონელია, მთავარი ჯილდო რომ მოიგო.
გასულ სეზონში ლევანდოვსკი დიდებული გახლდათ და სამართლიანად გაიმარჯვა: კლუბში ყველა ტიტული მოიგო, სადაც კი ითამაშა და რაც ყველაზე შთამბეჭდავია, ყველა ასპარეზზე ბომბარდირობაც არავის დაუთმო.
რონალდუსთან და მესისთან ბრძოლაში ამ ჯილდოს მოგება დაუჯერებელია, – განაცხადა პოლონელმამადლობა ყველას, ვინც ასეთ დიდ წარმატებაში დამეხმარაგუნდს, ნაკრებს, ბიჭებს!

რობერტ ლევანდოვსკიმ 2019-20 წლების სეზონიდან დღემდე ბაიერნის მაისურით 63 მატჩში 71 გოლი შეაგდო, 20ით მეტი, ვიდრე ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში მოთამაშე რომელიმე სხვამ!

დიდებულ ფორმაში მყოფმა პოლონელმა ფიფას დაჯილდოვების წინ კიდევ ერთი საინტერესო მიღწევა მიითვალა – მხოლოდ და მხოლოდ მე3 ფეხბურთელი გახდა, ვინც ბუნდესლიგაში 250გოლიან ნიშნულს გადააჭარბა!

16 დეკებმერს ვოლფსბურგთან 2:1 მოგებულ თამაშში ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა და ეს მისი 250ე და 251ე ბუნდესლიგური გოლები იყო.

გერმანიის ჩემპიონატში მასზე წინ მხოლოდ 2 ფორვარდია: ყველა დროის უდიდესი გერმანელი ბომბარდირი და მიუნხენური გრანდის ლეგენდა, ნორდლინგელ დათუნიად წოდებული გერდ მიულერი 365 ზუსტი დარტყმით (427 მატჩში) და კლაუს ფიშერი, რომელმაც გელზენკირხენის შალკე 04ის, კიოლნის, მიუნხენ 1860ის და ბოხუმის მაისურით გამართულ 538 მატჩში 268 გოლი მიითვალა.

ცნობისათვის: ლევანდოვსკიმ 251 ბურთი 332 თამაშში შეაგდო და საშუალო მაჩვენებლით ის მხოლოდ მიულერს ჩამორჩება.

და კიდევ: ბოლო 3 ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 17 მატჩში უკვე 18 გოლი შეაგდო – 15 ჩემპიონატში, 3 – ჩემპიონთა ლიგაში.

ფიფას რეფერენდუმში რობერტ ლევანდოვსკის სამეული ასეთი გახლდათ:
1.ტიაგუ ალკანტარა; 2.ნეიმარი; 3.კევინ დე ბრუინი

II ადგილზე გასულმა კრიშტიანუ რონალდუმ ესენი აირჩია:
1.რობერტ ლევანდოვსკი; 2.ლეო მესი; 3.კილიან მბაპე

სამეულის ბოლო საფეხურზე მდგარმა ლეო მესიმ კი ნეიმარი, შემდეგ კილიან მბაპე, ბოლოს კი რობერტ ლევანდოვსკი.

რაც შეეხება წლის ნაკრებს, ფიფას რჩეულთა შორის მოხვდნენ:

მეკარე: ალისონ ბეკერი (ლივერპული; ბრაზილია)
მცველები: ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი (ლივერპული; ინგლისი), ვირჯილ ვან დაიკი (ლივერპული; ნიდერლანდები), სერხიო რამოსი (რეალი; ესპანეთი), ალფონსო დევისი (ბაიერნი; კანადა)
ნახევარმცველები: ჯოშუა კიმიხი (ბაიერნი; გერმანია), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი; ბელგია), ტიაგუ ალკანტარა (ლივერპული; ესპანეთი)
თავდამსხმელები: კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი; პორტუგალია), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი; პოლონეთი), ლეო მესი (ბარსელონა; არგენტინა)

უცნაურია, მაგრამ ფაქტია: წლის ნაკრების მეკარედ ალისონ ბეკერი დასახელდა, საუკეთესო გოლკიპერად კი ფიფამ მანუელ ნოიერი აღიარა.

დიდი გაკვირვება გამოიწვია მიუნხენელთა მთავარი მწვრთნელის ჰანს-დიტერ ფლიკის თასის გარეშე დარჩენამ – ფიფას პრიზი ლივერპულის დამრიგებელს იურგენ კლოპს ერგო.

და კიდევ: ფერენც პუშკაშის სახელობის თასი წლის ყველაზე ეფექტური გოლისთვის ტოტენჰემ ჰოთსფურის კორეელმა ნახევარმცველმა ჰონ-მინ სონმა მიიღო ბარნლის კარში შეგდებული დიდებული ბურთისთვის, 2020 წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად კი მანჩესტერ სიტის და ინგლისის ნაკრების ლიდერი ლუსი ბრონზი დასახელდა.

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 18 დეკემბერი)
ფოტო: FIFA.com
გრაფიკა: ემილიო სანსოლინი

ka_GEGeorgian