ზლატანის 600

სერია ას ბოლო ტურში მილანი უშანსოდ დამარცხდა ბერგამოს ატალანტასთან – 0:3. ამის მიუხედავად შავწითლები მაინც I ადგილზე დარჩნენ, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კი არცთუ ტკბილად მოსაგონარ თამაშშიც ერთი საინტერესო მიღწევა დაწერასხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატებში საიუბილეო, მე600 თამაშში მიიღო მონაწილეობა!

39 წლის ბომბარდირმა კარიერა შვედეთში, მალმიოში დაიწყო, სადაც 1999-2001 წლებში 40ჯერ ითამაშა ჩემპიონატში, მომდევნო სეზონებში კი მისი სტატისტიკა ასეთია:

2001-04 – ამსტერდამის აიაქსი, ერედივიზიე – 74
2004-06 – ტურინის იუვენტუსი, სერია ა – 70
2006-09 – მილანის ინტერი, სერია ა – 88
2009-10 – ბარსელონა, პრიმერადივიზიონი – 29
2010-12 – მილანი, სერია ა – 61
2012-16 – პარი სენ-ჟერმენი, ლიგა 1 – 122
2016-17 – მანჩესტერ იუნაიტედი, პრემიერლიგა – 33
2018-19 – ლოს ანჯელეს გელექსი, მეიჯორ სოკერ ლიგა – 56
2020 წლიდან – მილანი, სერია ა – 27

და ამ, ჩემპიონატების ეგიდით გამართულ 600 თამაშში ზლატანმა 393 გოლი გაიტანა! თუ ტრავმამ არ შეუშალა ხელი, სკანდინავიელი 400გოლიან ნიშნულსაც მალე გადალახავს.

ერთიც: საკლუბო დონეზე გატანილ მე500 გოლამდე იბრაჰიმოვიჩს მხოლოდ 2 ზუსტი დარტყმა აშორებს და ისეთ ფორმაშია, 40 წლის იუბილემდე ამ მწვერვალსაც იოლად დაიპყრობს.

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 24 იანვარი)

ka_GEGeorgian