ალონსომ დაიტონაც მოიგო

ფორმულა 1-ში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ფერნანდო ალონსომ კიდევ ერთი დიდი ტიტული მოიპოვა – დაიტონას 24-საათიან რბოლაში გაიმარჯვა. შეგახსენებთ: შარშან მან ლე მანის კლასიკური 24-საათიანი შეჯიბრი მოიგო.

37 წლის ესპანელმა, რომელიც გასული სეზონის ბოლოს გამოეთხოვა სამეფო რბოლას, დაიტონა უეინ ტეილორ რეისინგ კადილაკის შემადგენლობაში მოიგო რენგერ ვან დერ ზანდეს, კამუი კობაიაშის და ჯორდან ტეილორის მხარდამხარ. შარშან ალონსოს გუნდი 38-ე ადგილზე გავიდა.

„მიუხედავად იმისა, რომ წვიმამ რბოლა ცოტათი გააფუჭა, ძალიან კმაყოფილი ვარ: დიდებულად ვიასპარეზეთ და პირველიდან ბოლო წუთამდე შევინარჩუნეთ ლიდერობა“, – განაცხადა ალონსომ. ის ფორმულა 1-ის მე-3 ჩემპიონია, რომელმაც დაიტონას რბოლაში გაიმარჯვა. წლების წინ იგივე შეძლეს ფილ ჰილმა და მარიო ანდრეტიმ.

ესპანელი პილოტი ინდი 500-ის ეგიდითაც აპირებს რბოლას, რომელიც მაისში გაიმართება. იმ შემთხვევაში იქაც მოიგო, გახდება მხოლოდ მეორე, რომელსაც კარიერაში მონაკოს დიდი პრიზი, ლე მანის 24-საათიანი რბოლა და ინდი 500 ექნება მოგებული. ბრიტანელი გრემ ჰილი ჯერჯერობით ერთადერთია, ვინც ეს შეძლო.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 28 იანვარი)

ka_GEGeorgian