ამბები საჭადრაკო სამყაროდან: ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი
ყველა დიდი ხომ ბავშვი იყო ოდესღაც, მაგრამ ძალიან ცოტას თუ ახსოვს ეს…
თუ სულ პირდაპირ ივლი, შორს ვერ წახვალ…
მხოლოდ გული ხედავს კარგად. თვალს არ ძალუძს დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი…
ეს ფრაზები გენიალური ფრანგი მწერლის ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის საყოველთაოდ ცნობილი ნოველიდანაა – „პატარა პრინცი“ XX საუკუნის საუკეთესო ფრანგულ წიგნადაა აღიარებული.
ამავდროულად, „პატარა უფლისწული“ ყველაზე ხშირად თარგმნილი ფრანგული გამოცემაცაა: სადღეისოდ 250-ზე მეტ ენასა და დიალექტზეა გადათარგმნილი (მათ შორის ბრაილზე) და ყოველწლიურად თითქმის 2-მილიონიანი ტირაჟით ისტამბება.
თუმცა „პატარა პრინცი“ ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ერთადერთი ნაწარმოები არაა: მის კალამს ეკუთვნის არანაკლებ საინტერესო „მფრინავი“, „ღამის ფრენა“, „ადამიანთა მიწა“…
ომი თავგადასავალი არაა. ომი ავადმყოფობაა, შავი ჭირია, – ეს ფრაზაც მას ეკუთვნის.
ფრანგი არისტოკრატების ოჯახში დაბადებული ანტუან მარი ჟან-ბატისტ როჟე დე სენტ-ეგზიუპერი სწორედ ომს შეეწირა. ის მფრინავი გახლდათ და მეორე მსოფლიო ომის დროს, 1944 წლის 31 ივლისს, კუნძულ კორსიკისკენ სადაზვერვო გაფრენისას დაიკარგა.
29 ივნისი კი მისი დაბადების დღეა. ის 1900 წელს, საფრანგეთის ქალაქ ლიონში დაიბადა.
ლაშა გოდუაძე (www.batumi2018.fide.com/ge; 2018 წლის 29 ივნისი)