ამბები საჭადრაკო სამყაროდან: გუდიაშვილი და ალეხინი

ქართველი ფერმწერი, თეატრისა და კინოს მხატვარი, უამრავი პრემიის ლაურეატი ლადო გუდიაშვილი 1919-26 წლებში პარიზში ცხოვრობდა. ის სწორედ საფრანგეთის დედაქალაქში შეხვდა უძლიერეს რუს მოჭადრაკე ალექსანდრ ალეხინს, რომელიც მოგვიანებით მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

ლადო გუდიაშვილი ასე იხსენებს იმ შეხვედრას: „დასვენების დღეებში როტონდ მეორე სართულზე ჭადრაკს ვთამაშობდით ხოლმე. ერთ დღეს ვიღაც ახალგაზრდა მომიჯდა, ჩუმად მკარნახობდა რა სვლა გამეკეთებინა მოვიგე! მალე თვითონ დაიწყო თამაში. ყველა დაამარცხა, ვერავინ აჯობა! დავინტერესდით ვინ იყო. ალექსანდრ ალეხინი ვარო, გვითხრა. მის შესახებ გვსმენოდა, ვიცოდით, რომ ძლიერი მოთამაშე იყო. ვუთხარით, თქვენ როტონდაში კი არ უნდა თამაშობდეთ, აქვე ახლოს სპეციალური საჭადრაკო კაფეა დ იქ წაბრძანდითთქო. მალე შევიტყვეთ, რომ საფრანგეთის ჩემპიონი გახდა“…

ალექსანდრ ალეხინმა 1921 წელს დატოვა რუსეთი და პარიზში გადაბარგდა, 1925 წელს კი საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო.

1927 წელს მან კუბელ ხოსე რაულ კაპაბლანკას სძლია და მსოფლიოს მე-4 ჩემპიონი გახდა. 1929 და 1934 წლებში ალეხინმა ეფიმ ბოგოლიუბოვთან შეხვედრებში დაიცვა ტიტული, 1935 წელს მაქს ეივესთან დამარცხდა, თუმცა 1937 წელს ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა.

ალექსანდრ ალეხინი 1946 წლის 24 მარტს, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ერთადერთია, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონის წოდებას სიცოცხლის ბოლომდე ფლობდა.

ლაშა გოდუაძე (www.batumi2018.fide.com/ge; 2018 წლის 12 აპრილი)
ფოტო:
FIDE-ს არქივი

ka_GEGeorgian