ამბები საჭადრაკო სამყაროდან: ბერტი ფოგთსი და რაინერ ბონჰოფი
მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიას ჯგუფში ჩარჩენა ემუქრება: იოახიმ ლიოვის გაწვრთნილმა გუნდმა დღეს აუცილებლად უნდა მოუგოს სამხრეთი კორეის ნაკრებს. ვერაფერს იტყვი, უჩვეულო სიტუაციაა…
ეს ფოტო კი გერმანული ფეხბურთის დიდების დროს, 1974 წელს, მსოფლიოს X ჩემპიონატის დღეებშია გადაღებული: ბუნდესნაკრები თვითმფრინავით მგზავრობს, გუნდის ორი წევრი კი ჭადრაკითაა გართული – ბერტი ფოგთსი (მარცხნივ) რაინერ ბონჰოფს ეთამაშება.
ის ჩემპიონატი გერმანელებმა მოიგეს – ფინალში მეზობელ ნიდერლანდელებს აჯობეს, 2:1.
პირველად გათამაშებული ფიფას ახალი ოქროს თასი ფოგთსმა და ბონჰოფმაც აღმართეს, თუმცა ვინ მოიგო ეს პარტია, ამას ვერ გეტყვით.
ლაშა გოდუაძე (www.batumi2018.fide.com/ge; 2018 წლის 27 ივნისი)