აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ

კიდევ ერთი საინტერესო ამბავი პეკინიდან:
ეს პატიოსანი კაცი ნათან კრამპტონი გახლავთ, კენიის დედაქალაქ ნაირობიში დაბადებული 36 წლის ამერიკელი, ვინც ზამთრის ოლიმპიადაზე ამერიკის სამოას წარადგენს.

მისი გამორჩევა კი იმიტომ გადავწყვიტე, რომ სულ რაღაც ნახევარი წლის წინ, 31 ივლისს ტოკიოს ოლიმპიადაზე იასპარეზა, დღეს, 10 თებერვალს კი პეკინის საციგაო ტრასაზე დაეშვა!

ზაფხულის და ზამთრის ოლიმპიადა ექვს თვეში, როგორია?! თან, ორივეგან ამერიკის სამოას მედროშე გახლდათ – ტოკიოში დახურვის დროს, აქ – გახსნისას. თუ იმ სანახაობას უყურეთ, კრამპტონი უთუოდ დაგამახსოვრდებოდათ – როცა სხვებმა თბილი ქურქები მოიცვეს, ამან წელს ზევით შიშველმა შეაბიჯა ოლიმპიურ სტადიონზე.

ტოკიოში კრემპტონმა 100 მეტრზე სპრინტში სცადა ბედი – 11.27 წამი. პირადი რეკორდი კი გააუმჯობესა, მაგრამ ბოლო ადგილი დაიკავა და შესაბამისად, ასპარეზობა დაასრულა.

პეკინში კი ის სკელეტონში მონაწილეობს და დღევანდელი ორი დაშვების შემდეგ 25 სპორტსმენს შორის მეოცეა. შეჯიბრება ხვალ განახლდება

 

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 10 თებერვალი)
ფოტო:
www.beijing2022.cn

ka_GEGeorgian