ბელგიაში საუკეთესო მაროკოელია

ბელგიის 2006 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ბრიუსელის ანდერლეხტის 22 წლის მაროკოელი ნახევარმცველი მბარკ ბუსუფა აღიარეს. გამოკითხვაში ჟურნალისტები, ჟუპილერლიგის კლუბების მწვრთნელები და წინა რეფერენდუმების გამარჯვებულები მონაწილეობდნენ.

მბარკ ბუსუფა მეორე აფრიკელია კოტ დივუარელი არუნა დინდანეს შემდეგ, რომელმაც ბელგიის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მოიპოვა. გამარჯვებული მაროკოს ნაკრების ღირსებას იცავს.

2006 წლის ზაფხულში ბუსუფა ბელგიის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს. 2005-06 წლების სეზონში ის გენტის ღირსებას იცავდა, ზაფხულში კი ბრიუსელის ანდერლეხტში გადაბარგდა.

აღიარებამ ძალიან გამახარა, ჯილდოც მომწონს, მაგრამ ჩემი უპირველესი მიზანი ანდერლეხტთან ერთად ჩემპიონის ტიტულის მოგებაა!“ – განაცხადა ფეხბურთელმა.

ბელგიის საუკეთესო ფეხბურთელები
2006 მბარკ ბუსუფა (ანდერლეხტი; მაროკო)
2005 სერჟიო კონსეისაო (სტანდარდი; პორტუგალია)
2004 ვინსენ კომპანი (ანდერლეხტი)
2003 არუნა დინდანე (ანდერლეხტი; კოტ დივუარი)
2002 ტიმი სიმონსი (ბრიუგე)
2001 უესლი სონკი (გენკი)
2000 იან კოლერი (ანდერლეხტი; ჩეხეთი)
1999 ლორენცო სტალენსი (ანდერლეხტი)
1998 ბრანკო სტრუპარი (გენკი; ხორვატია)
1997 პარ ზეტერბერგი (ანდერლეხტი; შვედეთი)
1996 ფრანკი ვან დერ ელსტი (ბრიუგე)
1995 პოლ ოკონი (ბრიუგე; ავსტრალია)
1994 ჟილ დე ბილდე (აალსტი)
1993 პარ ზეტერბერგი (ანდერლეხტი; შვედეთი)
1992 ფილიპ ალბერი (ანდერლეხტი)
1991 მარკ დეგრიზი (ანდერლეხტი)
1990 ფრანკი ვან დერ ელსტი (ბრიუგე)
1989 მიშელ პრიუდომი (მეხელენი)
1988 ლეო კლიისტერსი (მეხელენი)
1987 მიშელ პრიუდომი (მეხელენი)
1986 იან კულემანსი (ბრიუგე)
1985 იან კულემანსი (ბრიუგე)
1984 ენცო შიფო (ანდერლეხტი)
1983 ფრანკი ვერკოტერენი (სტანდარდი)
1982 ერიკ გერეტსი (სტანდარდი)
1981 ერვინ ვანდენბერგი (ლიერსი)
1980 იან კულემანსი (ბრიუგე)
1979 ჟან იანსენსი (ბევერენი)
1978 ჟან-მარი პფაფი (ბევერენი)
1977 ჟულიენ კოოლსი (ბრიუგე)
1976 რობი რენსენბრინკი (ანდერლეხტი; ჰოლანდია)
1975 იოჰან ბოსკამპი (მოლენბეეკი; ჰოლანდია)
1974 პოლ ვან ჰიმსტი (ანდერლეხტი)
1973 მორის მარტენსი (მოლენბეეკი)
1972 კრისტიან პიო (სტანდარდი)
1971 ერვინ ვანდენდეილი (ბრიუგე)
1970 ვილფრიდ ვან მური (სტანდარდი)
1969 ვილფრიდ ვან მური (სტანდარდი)
1968 ოდილონ პოლეუნისი (სენტ ტრუიდენი)
1967 ფერნანდ ბოონი (ბრიუგე)
1966 ვილფრიდ ვან მური (ანტვერპენი)
1965 პოლ ვან ჰიმსტი (ანდერლეხტი)
1964 ვილფრიდ პუისი (ანდერლეხტი)
1963 ჟან ნიკოლაი (სტანდარდი)
1962 ჟოზეფ ჟურიონი (ანდერლეხტი)
1961 პოლ ვან ჰიმსტი (ანდერლეხტი)
1960 პოლ ვან ჰიმსტი (ანდერლეხტი)
1959 ლუსიენ ოლიესლაჟერსი (შარლერუა)
1958 რონალდ სტორმე (ლა განტუაზი)
1957 ჟოზეფ ჟურიონი (ანდერლეხტი)
1956 ვიკი მეესი (ანტვერპენი)
1955 ალფონს ვან ბრანდტი (ლიერსი)
1954 რიკ კოპენსი (ბეერსხო)

ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2007 წლის 18 იანვარი)

ka_GEGeorgian