ჭაბუკების ტრიუმფი მინსკში

საქართველოს 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა უეფას განვითარების თასი მოიგო! იუნიორთა საერთაშორისო ტურნირი ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გაიმართა.

გიორგი ნემსაძის გაწვრთნილმა გუნდმა მინსკში სამივე შეხვედრა ფრედ დაასრულა, თუმცა სამივე თამაშის შემდეგ მოიგო პენალტების სერია და მთავარი პრიზი დაისაკუთრა.

17-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში იმ ბიჭებმა იასპარეზეს, რომლებსაც შემოდგომით ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის I საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა მოუწევთ.

27 აპრილი, 2017. საერთაშორისო ტურნირი – უეფას განვითარების თასი. ბელარუსი, მინსკი, ფეხბურთის ფედერაციის კომპლექსი
მოლდოვა U16 0:0 (პენ 5:6) საქართველო
საქართველო: ლუკა ხარშილაძე, ცოტნე კაპანაძე, ივა გელაშვილი, თორნიკე ჯანგიძე (გიორგი აბზიანიძე), ირაკლი აზაროვი, ცოტნე ჩოთალიშვილი, ანრი მექვაბიშვილი (გიორგი იაკობიძე), ვახტანგ ჩარკვიანი (გიორგი მოისწრაფიშვილი), ხვიჩა კვარაცხელია, ზურაბ დავითაშვილი (ელგუჯა ჯანგველაძე), გიორგი გულიაშვილი
მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე
მსაჯი: ნ.ვასკო (ბელარუსი)

29 აპრილი, 2017. საერთაშორისო ტურნირი – უეფას განვითარების თასი. ბელარუსი, მინსკი, ფეხბურთის ფედერაციის კომპლექსი
ბელარუსი U16 1:1 (პენ 3:5) საქართველო
გოლი: ხვიჩა კვარაცხელია
საქართველო: მამუკა ბახტაძე, ხვიჩა კვარაცხელია (ვახტანგ ჩარკვიანი 49), ცოტნე ჩოთალიშვილი (ზურაბ ბაქრაძე 78), გიორგი გულიაშვილი (გიორგი მოისწრაფიშვილი 68), ზურაბ დავითაშვილი, ივა გელაშვილი, გიორგი აბზიანიძე, ანრი მექვაბიშვილი (საბა ჯინჭარაძე 41), ირაკლი აზაროვი, ცოტნე კაპანაძე (გიორგი შალიკაშვილი 68), გიორგი იაკობიძე (ელგუჯა ჯანგველაძე 41)
მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე
მსაჯი: ს.ჩისტოვი (ბელარუსი)

1 მაისი, 2017. საერთაშორისო ტურნირი – უეფას განვითარების თასი. ბელარუსი, მინსკი, ფეხბურთის ფედერაციის კომპლექსი
ლატვია U16 1:1 (პენ 6:7) საქართველო
გოლი: ხვიჩა კვარაცხელია
საქართველო: ლუკა ხარშილაძე, ივა გელაშვილი, ზურაბ ბაქრაძე (ცოტნე ჩოთალიშვილი), თორნიკე ჯანგიძე, გიორგი შალიკაშვილი, ანრი მექვაბიშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ირაკლი აზაროვი, საბა ჯინჭარაძე (ზურაბ დავითაშვილი), შაკო ოგბაიძე (ვახტანგ ჩარკვიანი), საბა კიკნაძე (გიორგი გულიაშვილი)
მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე
მსაჯი: ე.კოვალიოვი (ბელარუსი)

 

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2017 წლის 2 მაისი)
ფოტო:
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian