ჩინეთის გრან პრი – ის, რაც საიუბილეო რბოლაზე უნდა ვიცოდეთ

რამდენიმე საათში ფორმულა 1-ის ისტორიაში საიუბილეო – მე-1000 გრან პრი გათამაშდება. მსოფლიოს ყველაზე სწრაფი პილოტები შანხაის საერთაშორისო ავტოდრომზე ჩინეთის დიდ პრიზს შაეეცილებიან ერთმანეთს.
საკვალიფიკაციო რბოლის შედეგებით, სასტარტო ბილიკის პირველ ხაზს მერსედესის პილოტები ვალტერი ბოტასი და ლუის ჰემილტონი დაიჭერენ, თუმცა ეს გამარჯვების გარანტია რომ არაა, ფორმულა 1-ის ყველა მოყვარულმა იცის.
მე-1000 რბოლის წინ აჭარასპორტი რამდენიმე საინტერესო ცნობას მოგაწვდით:

*-შანხაის საერთაშორისო ავტოდრომი 2004 წელს გაიხსნა და იმ დროისთვის ყველაზე ძვირადღირებული სარბოლო ტრასა იყო. პროექტის საერთო ღირებულებამ 240 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. შანხაიმ ყველაზე ძვირფასი ტრასის ტიტული 2009 წელს დაკარგა – აბუ დაბის ეტაპის მთლიანი ღირებულება 6 მილიარდი აშშ დოლარით განისაზღვრა.

*-ჩინეთის ხელისუფლებას დიდი პრიზის მასპინძლობა ჯერ კიდევ 90-იანი წლების მიწურულს სურდა. სახელმწიფო მხარდაჭერით ჟუაიში (გუანდონის პროვინცია) სარბოლო ტრასა კეთილმოეწყო, თუმცა პროექტმა FIA-ს საბოლოო შემოწმება ვერ გაიარა.

*-2002 წელს შანხაის საერთაშორისო ავტოდრომმა ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობასთან 7-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც გრან პრის 2004-11 წლებში გათამაშებას ითვალისწინებდა. მიმდინარე ხელშეკრულება გაისად იწურება.

*-2006 წელს ჩინეთის დიდი პრიზი ლეგენდარულმა მიხაელ შუმახერმა მოიგო. გერმანელის კარიერაში ეს უკანასკნელი გრან პრი აღმოჩნდა.

*-2017 წლიდან ჩინეთის გრან პრის გენერალური სპონსორი ლუდის მწარმოებელი კომპანია ჰაინეკენია, მანამდე კი ამ უფლებით პირელი (2016), UBS (2011-14) და სინოპეკი (2004-08) სარგებლობდნენ.

წრის სიგრძე: 5451მ
წრის რეკორდი: 1:35.785 – დენიელ რიკიარდო (რედ ბული)
ტრასის სიგრძე: 305,066კმ
ყველაზე მეტი მოგება: 5 – ლუის ჰემილტონი (2008, 2011, 2014, 2015, 2017)
ყველაზე მეტი მოგება (გუნდი): 5 – მერსედესი (2012, 2014, 2015, 2016, 2017)

ყველა გამარჯვებული
2018 – დენიელ რიკიარდო (ავსტრალია; რედ ბული)
2017 – ლუის ჰემილტონი (დიდი ბრიტანეთი; მერსედესი)
2016 – ნიკო როსბერგი (გერმანია; მერსედესი)
2015 – ლუის ჰემილტონი (დიდი ბრიტანეთი; მერსედესი)
2014 – ლუის ჰემილტონი (დიდი ბრიტანეთი; მერსედესი)
2013 – ფერნანდო ალონსო (ესპანეთი; ფერარი)
2012 – ნიკო როსბერგი (გერმანია; მერსედესი)
2011 – ლუის ჰემილტონი (დიდი ბრიტანეთი; მაკლარენ-მერსედესი)
2010 – ჯენსონ ბატონი (დიდი ბრიტანეთი; მაკლარენ-მერსედესი)
2009 – სებასტიან ფეტელი (გერმანია; რედ ბულ რენო)
2008 – ლუის ჰემილტონი (დიდი ბრიტანეთი; მაკლარენ-მერსედესი)
2007 – კიმი რაიკონენი (ფინეთი; ფერარი)
2006 – მიხაელ შუმახერი (გერმანია; ფერარი)
2005 – ფერნანდო ალონსო (ესპანეთი; რენო)
2004 – რუბენს ბარიკელო (ბრაზილია; ფერარი)

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2020 წლის 13 აპრილი)

ka_GEGeorgian