კლაუდიო ბორხი წლის მწვრთნელია

ურუგვაის ელ პაისმა სამხრეთ ამერიკის 2006 წლის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა: ჩილეს კოლო-კოლოს არგენტინელმა თავკაცმა კლაუდიო დანიელ ბორხიმ პირველად მოიპოვა ეს ტიტული.

2006 წელი მისთვის განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა: კოლო-კოლოს აპერტურას ჩემპიონატიც მოაგებინა და კლაუსურაც, დეკემბერში კი გუნდი კოპა სუდამერიკანას ფინალში გაიყვანა.

ელ პაისის რეფერენდუმში ბორხიმ ბუენოს აირესის რივერ პლეიტის და არგენტინის ნაკრების თავკაც ალფიო ბასილეს აჯობა: 52 ქოლა დააგროვა, ბასილემ კი 50. III ადგილი 49-49 ქულით მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის და ლიბერტადორესის თასის მომგები ბრაზილიის ინტერნასიონალის ბრაზილიელმა თავკაცმა აბელ ბრაგამ და ეკვადორის ნაკრების კოლუმბიელმა მწვრთნელმა ლუის ფერნანდო სუარესმა გაიყვეს.

ახალი წლის წინა დღეებში კლაუდიო დანიელ ბორხიმ კოლო-კოლო დატოვა – ბოლო თვეებში წონაში ძალიან მოიმატა და ექიმების რჩევით, სპეციალურ დიეტაზე ყოფნა მოუწევს, ჯანმრთელობაზე ზრუნვა კი კლუბში მუშაობის საშუალებას აღარ აძლევს.

ფეხბურთელობისას კლაუდიო დანიელ ბორხი 15 კლუბის ღირსებას იცავდა, მათ შორის არხენტინოს ხუნიორსის და რივერ პლეიტის, ასევე ბრაზილიის ფლამენგოსი და იტალიის მილანის.

1985 წელს ბორხიმ ლიბერტადორესის თასი მოიგო, ხოლო 1992 წელს რეკოპა და სამხრეთ ამერიკის სუპერთასი.

1986 წელს, არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში, ის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

სამხრეთ ამერიკის საუკეთესო მწვრთნელი (ელ პაისი)
2006 კლაუდიო დანიელ ბორხი (კოლო-კოლო, ჩილე; არგენტინა)
2005 ანიბალ რუისი (პარაგვაის ნაკრები; ურუგვაი)
2004 ლუის ფერნანდო მონტოია (ონსე კალდასი, კოლუმბია; კოლუმბია)
2003 კარლოს ბიანკი (ბოკა ხუნიორსი, არგენტინა; არგენტინა)
2002 ლუიშ ფელიპე სკოლარი (ბრაზილიის ნაკრები; ბრაზილია)
2001 კარლოს ბიანკი (ბოკა ხუნიორსი, არგენტინა; არგენტინა)
2000 კარლოს ბიანკი (ბოკა ხუნიორსი, არგენტინა; არგენტინა)
1999 ლუიშ ფელიპე სკოლარი (პალმეირასი, ბრაზილია; ბრაზილია)
1998 კარლოს ბიანკი (ბოკა ხუნიორსი, არგენტინა; არგენტინა)
1997 დანიელ პასარელა (არგენტინის ნაკრები; არგენტინა)
1996 ერნან დარიო გომესი (კოლუმბიის ნაკრები; კოლუმბია)
1995 ექტორ ნუნიესი (ურუგვაის ნაკრები; ურუგვაი)
1994 კარლოს ბიანკი (ველეს სარსფილდი, არგენტინა; არგენტინა)
1993 ფრანსისკო მატურანა (კოლუმბიის ნაკრები; კოლუმბია)
1992 ტელე სანტანა (სან პაულუ, ბრაზილია; ბრაზილია)
1991 ალფიო ბასილე (არგენტინის ნაკრები; არგენტინა)
1990 ლუის კუბილია (ოლიმპია, პარაგვაი; ურუგვაი)
1989 სებასტიანო ლაზარონი (ბრაზილიის ნაკრები; ბრაზილია)
1988 რობერტო ფლეიტასი (ნასიონალი, ურუგვაი; ურუგვაი)
1987 კარლოს ბილარდო (არგენტინის ნაკრები; არგენტინა)
1986 კარლოს ბილარდო (არგენტინის ნაკრები; არგენტინა)

ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2007 წლის 1 სექტემბერი)

ka_GEGeorgian