კლაუდიო პიზაროს მორიგი რეკორდი

ბუნდესლიგის ბოლო ტურში, ბერლინის ჰერტას წინააღმდეგ, ვერდერის ვეტერანმა თავდამსხმელმა კლაუდიო პიზარომ 90-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში. მისი ზუსტი დარტყმის წყალობით ვერდერმა ქულა მოიპოვა – 1:1, თავდამსხმელმა კი გერმანიის ჩემპიონატში 194-ე გოლი შეაგდო.

ამ ბურთით პიზარო ბუნდესლიგის ყველაზე ასაკოვანი მეგოლე გახდა – 40 წლის და 136 წლის ასაკში აქამდე არავის გაუტანია.

პერუელმა ვერდერის 23-წლამდელთა გუნდის ამჟამინდელი თავკაცის მირკო ვოტავას რეკორდი გააუმჯობესა. ამ უკანასკნელმა 1996 წლის აგვისტოში 40 წლის და 121 დღის ასაკში შეძლო გოლის გატანა.

კლაუდიო პიზარო ბუნდესლიგის კიდევ ერთი რეკორდის მფლობელია: 447-ჯერ ითამაშა გერმანიის საუკეთესო ლიგაში და ამ მხრივ ლეგიონერებს შორის პირველია.

ლაშა გოდუაძე (2019 წლის 17 თებერვალი)

ka_GEGeorgian