კორინთიანსი მსოფლიოს ჩემპიონია
ფიფას მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ბრაზილიის კორინთიანსმა მოიგო! ბრაზილიელი სპეციალისტის, ტიტეს გაწვრთნილმა კლუბმა ფინალში უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ლონდონის ჩელსი 1:0 დაამარცხა. გადამწყვეტი გოლი 69-ე წუთზე პაულო გერერომ შეაგდო.
კორინთიანსმა ამ ტურნირზე 2 გოლი გაიტანა, ორივე გერერომ მიითვალა და ორივე თავურით. ბრაზილიურმა კლუბმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიგო – პირველად 2000 წელს, როცა ბრაზილიაში პირველად გათამაშდა ეს ჯილდო.
III ადგილისთვის შეხვედრაში მექსიკის მონტერეიმ 1:0 დაამარცხა ეგვიპტის ალ აჰლი.
ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად კორინთიანსის მეკარე კასიო აღიარეს – მას „ოქროს ბურთი“ გადაეცა. „ვერცხლის ბურთით“ დაჯილდოვდა ჩელსის ბრაზილიელი მცველი დავიდ ლუისი, მესამე ადგილზე კი პაულო გერერო გავიდა.
ფიფას გადაწყვეტილებით, 2013 და 2014 წლებში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს მაროკო უმასპინძლებს.
16 დეკემბერი, 2012. ფიფას მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალი. იაპონია, იოკოჰამა, ინთერნეშენალი.
კორინთიანსი (სან პაულუ, ბრაზილია) 1:0 ჩელსი (ლონდონი, ინგლისი)
გოლი: 1:0 პაულო გერერო (69)
კორინთიანსი: კასიო, ჩიკაო, ალეშანდრუ (კაპ), რალფი, ფაბიო სანტუში, პაულინიო, პაულო გერერო (ხუან მარტინესი 87), ემერსონი (უოლესი 90), პაულო ანდრე, დანილო, ჟორჟე ენრიკე
მწვრთნელი: ტიტე
ჩელსი: პეტრ ჩეხი, ბრანისლავ ივანოვიჩი (სესარ ასპილიკუეტა 83), ეშლი კოული, დავიდ ლუისი, რამირესი, ფრენკ ლამპარდი (კაპ), ფერნანდო ტორესი, ხუან მატა, ვიქტორ მოიზესი (ოსკარი 73), ედენ აზარი (მარკო მარინი 87), გარი კეჰილი
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი (ესპანეთი)
გაფრთხილება: ჟორჟე ენრიკე, დავიდ ლუისი
გაძევება: გარი კეჰილი
მსაჯები: ჩუნეით ჩექირი; ბაჰატინ დურანი, ტარიკ ონგუნი (თურქეთი)
ფიფას მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ყველა ფინალი
2000 კორინთიანსი (ბრაზილია) – ვასკუ და გამა (ბრაზილია) 0:0 (პენ 4:3)
2001-04 არ ჩატარებულა
2005 სან პაულუ (ბრაზილია) – ლივერპული (ინგლისი) 1:0
2006 ინტერნასიონალი (ბრაზილია) – ბარსელონა (ესპანეთი) 1:0
2007 მილანი (იტალია) – ბოკა ხუნიორსი (არგენტინა) 4:2
2008 მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი) – კიტო (კოლუმბია) 1:0
2009 ბარსელონა (ესპანეთი) – ესტუდიანტესი (არგენტინა) 2:1 (დდ)
2010 ინტერი (იტალია) – მოზემბე (კონგო) 3:0
2011 ბარსელონა (ესპანეთი) – სანტოსი (ბრაზილია) 4:0
ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2012 წლის 16 დეკემბერი)