კრიშტიანუ ისევ პირველია

ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ (PFA) პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშედ მანჩესტერ იუნაიტედის პორტუგალიელი იდერი კრიშტიანრონალდუ ზედიზედ მეორედ დაასახელა!
ტიერი ანრის შემდეგ რონალდუ პირველია, რომელმაც ტიტულის შენარჩუნება შეძლო: ლონდონის არსენალის ფრანგმა ექს-ფორვარდმა მსგავსი რამ 2003-04 წლებში შეძლო.

პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენ რეფერენდუმში რონალდუმ ლივერპულის ლიდერებს, ესპანელ თავდამსხმელ ფერნანდო ტორესს და კლუბის კაპიტან სტივენ ჯერარდს აჯობა.

ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეც დაასახელა – ეს ტიტული ლონდონის არსენალის ესპანელმა გამთამაშებელმა სესკ ფაბრეგასმა მოიპოვა. ამ ნომინაციაში შარშან კრიშტიანუ რონალდუმ იმარჯვა.

ჯილდოს მთელ გუნდს ვუძღვნი – რომ არა მათი თანადგომა, სეზონს ასე კარგად ვერ ჩავატარებდი!“ – განაცხადა პორტუგალიელმა, რომელმაც ამ სეზონში ყველა ტურნირზე 41 გოლი გაიტანა.

მიმდინარე სეზონში კრიშტიანუ რონალდუმ ინგლისის სუპერთასი და პრემიერლიგა მოიგო, ამას გარდა, 31 გოლით საუკეთესო ბომბარდირის ტიტულიც მოიპოვა.

მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივრებმა ის კლუბის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და სერ მატ ბასბის ჯილდო გადასცეს, მოთამაშეებმა კი თავიანთი გამოკითხვით აღიარეს საუკეთესოდ.

ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელი (PFA)
2007 კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერ იუნაიტედი; პორტუგალია)
2007 კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერ იუნაიტედი; პორტუგალია)
2006 სტივენ ჯერარდი (ლივერპული)
2005 ჯონ ტერი (ჩელსი)
2004 ტიერი ანრი (არსენალი; საფრანგეთი)
2003 ტიერი ანრი (არსენალი; საფრანგეთი)
2002 რუუდ ვან ნისტელროი (მანჩესტერ იუნაიტედი; ჰოლანდია)
2001 ტედი შერინგემი (მანჩესტერ იუნაიტედი)
2000 როი კინი (მანჩესტერ იუნაიტედი; ირლანდია)
1999 დავიდ ჟინოლა (ტოტენჰემ ჰოთსფური; საფრანგეთი)
1998 დენის ბერხკამპი (არსენალი; ჰოლანდია)
1997 ალან შირერი (ნიუკასლ იუნაიტედი)
1996 ლეს ფერდინანდი (ნიუკასლ იუნაიტედი)
1995 ალან შირერი (ბლექბერნ როვერსი)
1994 ერიკ კანტონა (მანჩესტერ იუნაიტედი; საფრანგეთი)
1993 პოლ მაკგრათი (ასტონ ვილა; ირლანდია)
1992 გარი პალისტერი (მანჩესტერ იუნაიტედი)
1991 მარკ ჰიუზი (მანჩესტერ იუნაიტედი; უელსი)
1990 დევიდ პლატი (ასტონ ვილა)
1989 მარკ ჰიუზი (მანჩესტერ იუნაიტედი; უელსი)
1988 ჯონ ბარნსი (ლივერპული)
1987 კლაივ ალენი (ტოტენჰემ ჰოთსფური)
1986 გარი ლინეკერი (ევერტონი)
1985 პიტერ რიდი (ევერტონი)
1984 იან რაში (ლივერპული; უელსი)
1983 კენი დალგლიში (ლივერპული; შოტლანდია)
1982 კევინ კიგანი (ნიუკასლ იუნაიტედი)
1981 ჯონი უორკი (იფსვიჩ თაუნი; შოტლანდია)
1980 ტერი მაკდერმოტი (ლივერპული)
1979 ლაიამ ბრეიდი (არსენალი; ირლანდია)
1978 პიტერ შილტონი (ნოტინგემ ფორესტი)
1977 ენდი გრეი (ასტონ ვილა; შოტლანდია)
1976 პატ ჯენინგსი (ტოტენჰემ ჰოთსფური; ჩრდილოეთ ირლანდია)
1975 კოლინ ტოდი (დერბი ქაუნთი)
1974 ნორმან ჰანტერი (ლიდს იუნაიტედი)

ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2008 წლის 19 მაისი)

ka_GEGeorgian