კრუიფმა ეკვადორი ჩაიბარა

ხორდი კრუიფი ეკვადორის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ლეგენდარული ნიდერლანდელის, იოჰან კრუიფის ვაჟმა ეკვადორის ფეხბურთის ფედერაციასთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მთავარი მიზანი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე მოხვედრაა.

უმცროსი კრუიფი წლების წინ ბარსელონაში და მანჩესტერ იუნაიტედში თამაშობდა, მწვრთნელად კი თელ ავივის მაქაბიში და ჩინეთის სუპერლიგის კლუბ ჩონქინ ლიფანში მუშაობდა. მას ბარსელონასაც უკავშირებდნენ, 45 წლის სპეციალისტს სპორტული დირექტორის თანამდებობაზე განიხილავდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, კრუიფმა ეს პოზიცია იუარა.

გავრცელებული ინფორმაციით, ეკვადორის ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების გაწვრთნა კრუიფამდე იურგენ კლინსმანს, ფერნანდო იეროს, მანუელ პელეგრინის და რობერტო მორენოს შესთავაზა.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2020 წლის 14 იანვარი)

ka_GEGeorgian