დაკარის რალი: საინსი ჩემპიონია!

42-ე რალი დაკარი, რომელიც ისტორიაში პირველად გაიმართა საუდის არაბეთში, კლასიკურ რალიში მსოფლიოს ექს-ჩემპიონის, ესპანელი კარლოს საინსის ტრიუმფით დასრულდა.

WRC-ის ორგზის ჩემპიონმა (1990, 1992) ესპანელმა მესამედ მოიგო დაკარი. 2010 წელს მან ვოლკსვაგენის გუნდთან ერთად გაიმარჯვა, 2018 წელს კი პეჟოს საჭესთან. წელს ის მინის ლიდერი გახლდათ.

დღევანდელი, 447-კილომეტრიანი ეტაპი შარშანდელმა გამარჯვებულმა, კატარელმა ნასერ ალ ატიამ მოიგო, თუმცა აზიელს გენერალური კლასიფიკაციის მოსაგებად დრო არ ეყო. რბოლის ყველაზე ტიტულიანმა მონაწილემ, ფრანგმა სტეფან პეტერანსელმა (მინი) საერთო ჩათვლა III ადგილზე დაასრულა.

ფორმულა 1-ის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ფერნანდო ალონსომ (ტოიოტა), რომელიც პირველად ასპარეზობდა დაკარზე, ბოლო, XII ეტაპი მე-4 ადგილზე დაასრულა, საერთო ჩათვლაში კი მე-13 ადგილზე გავიდა – გამარჯვებულს 4:42:47 წუთით ჩამორჩა.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2020 წლის 17 იანვარი)

ka_GEGeorgian