დანია ტურ დე ფრანსს უმასპინძლებს

2021 წელს, რიგით 108-ე ტურ დე ფრანსი დანიაში დაიწყება. ტურის ხელმძღვანელებმა ეს ინფორმაცია უკვე დაადასტურეს.

დანია მე-10 ქვეყანა გახდება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ველოტურის ეტაპებს მიიღებს.

დანიაში ველოსპორტი ძალიან პოპულარულია, ქვეყნის დედაქალაქი კოპენჰაგენი კი ერთ-ერთი ყველაზე ველოქალაქია – ცნობილია, რომ იქ მეტი ველოსიპედია, ვიდრე მოქალაქე ცხოვრობს.

დანიაში 2021 წლის ტურის საწყისი 3 ეტაპი გაიმართება. I, დროზე რბოლა 13 კილომეტრი გაგრძელდება, II ეტაპი როსკილდიდან ნიბორგამდე 190 კილომეტრზეა გაშლილი, ვეილე-სიონდებორგის III ეტაპი კი 170 კმ სიგრძისაა.

„ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ქვეყანა ასეთ პრესტიჟულ ველოშეჯიბრს უმასპინძლებს. დანიელებს გვიყვარს ველოსპორტი და გვეამაყება, რომ ტურ დე ფრანსს მივიღებთ“, – განაცხადა ლარს ლიოკე რასმუსენმა, დანიის პრემიერ-მინსტრმა.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 25 თებერვალი)

ka_GEGeorgian