დე ბრუინი – პირველი ქალაქელი
კევინ დე ბრუინი ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ 2019-20 წლების პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
ამ ვერსიით რჩეული 1973-74 წლების ჩემპიონატიდან ვლინდება და ერთი შეხედვით უცნაურად ჩანს, რომ დე ბრუინი მანჩესტერ სიტის პირველი ფეხბურთელია, ვინც ტიტული მოიგო.
საინტერესოა ისიც, რომ დე ბრუინი მხოლოდ მეორე ბელგიელია, ვინც „კოლეგებმა“ აღიარეს. 2014-15 წლების სეზონში ფეხბურთელებმა საუკეთესოდ ჩელსის ლიდერი ედენ აზარი სცნეს.
კევინ დე ბრუინის გარდა PFAს ვერსიით წლის მოთამაშის ტიტულის კანდიდატები იყვნენ სიტის კიდევ ერთი ლიდერი რაჰიმ სტერლინგი, ლივერპულის ნიდერლანდელი სუპერვარსკვლავი ვირჯილ ვან დაიკი, მისივე თანაკლუბელი სადიო მანე, კაპიტანი ჯორდან ჰენდერსონი და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი. ეს უკანასკნელი სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის პრიზით დაჯილდოვდა.
29 წლის ბელგიელმა მეხუთე სეზონი დაასრულა მანჩესტერ სიტის შემადგენლობაში, ინგლისის სუპერთასი და ლიგის თასები მოიგო, 48 ოფიციალურ მატჩში კი 16 ბურთი გაიტანა.
პრემიერლიგის ყოვლისმცოდნე სტატისტიკოსებს თუ ვენდობით, 2019-20 წლების შედეგებით ბელგიელი ლიგას ამ კომპონენტში ლიდერობდა:
გოლით დასრულებულ 34 შეტევაში მონაწილეობდა;
20 საგოლე გადაცემა შეასრულა;
მისი უშუალო ჩართულობით სიტიმ 136 სახიფათო მომენტი შექმნა;
კარში დარტყმით დასრულებულ 291 შეტევაში მიიღო მონაწილეობა.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ფეხბურთელებმა მაღიარეს. სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა ამ ჯილდოს მფლობელი სიტის პირველი მოთამაშე რომ აღმოვჩნდი, ამ კლუბში ხომ უამრავ დიდ ფეხბურთელს უთამაშია, მაგრამ ეგ არაფერი, ასეთი საოცრებებიც ხდება. მადლობა ყველას, ვინც მხარი დამიჭირა“! – განაცხადა გამარჯვებულმა.
ბელგიელი შემტევი ნახევარმცველი პრემიერლიგის სეზონის გუნდშიც მოხვდა, საუკეთესო თერთმეტეული კი ასე დაკომპლექტდა:
მეკარე: ნიკ პოუპი (ბარნლი)
მცველები: ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული), ვირჯილ ვან დაიკი (ლივერპული), ქოგლარ სოიონჩუ (ლესტერ სიტი), ენდი რობერტსონი (ლივერპული)
ნახევარმცველები: დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), ჯორდან ჰენდერსონი (ლივერპული)
თავდამსხმელები: ჯეიმი ვარდი (ლესტერ სიტი), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი), სადიო მანე (ლივერპული)
ინგლისის სეზონის ფეხბურთელები (PFA)
2019-20 კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი; ბელგია)
2018-19 ვირჯილ ვან დაიკი (ლივერპული; ნიდერლანდები)
2017-18 მოჰამედ სალაჰი (ლივერპული; ეგვიპტე)
2016-17 ნგოლო კანტე (ჩელსი; საფრანგეთი)
2015-16 რიად მაჰრეზი (ლესტერ სიტი; ალჟირი)
2014-15 ედენ აზარი (ჩელსი; ბელგია)
2013-14 ლუის სუარესი (ლივერპული; ურუგვაი)
2012-13 გარეთ ბეილი (ტოტენჰემ ჰოთსფური; უელსი)
2011-12 რობინ ვან პერსი (არსენალი; ნიდერლანდები)
2010-11 გარეთ ბეილი (ტოტენჰემ ჰოთსფური; უელსი)
2009-10 უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი)
2008-09 რაიან გიგზი (მანჩესტერ იუნაიტედი; უელსი)
2007-08 კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერ იუნაიტედი; პორტუგალია)
2006-07 კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერ იუნაიტედი; პორტუგალია)
2005-06 სტივენ ჯერარდი (ლივერპული)
2004-05 ჯონ ტერი (ჩელსი)
2003-04 ტიერი ანრი (არსენალი; საფრანგეთი)
2002-03 ტიერი ანრი (არსენალი; საფრანგეთი)
2001-02 რუუდ ვან ნისტელროი (მანჩესტერ იუნაიტედი; ნიდერლანდები)
2000-01 ტედი შერინგემი (მანჩესტერ იუნაიტედი)
1999-00 როი კინი (მანჩესტერ იუნაიტედი; ირლანდია)
1998-99 დავიდ ჟინოლა (ტოტენჰემ ჰოთსფური; საფრანგეთი)
1997-98 დენის ბერხკამპი (არსენალი; ნიდერლანდები)
1996-97 ალან შირერი (ნიუკასლ იუნაიტედი)
1995-96 ლეს ფერდინანდი (ნიუკასლ იუნაიტედი)
1994-95 ალან შირერი (ბრექბერნ როვერსი)
1993-94 ერიკ კანტონა (მანჩესტერ იუნაიტედი; საფრანგეთი)
1992-93 პოლ მაკგრათი (ასტონ ვილა; ირლანდია)
1991-92 გარი პალისტერი (მანჩესტერ იუნაიტედი)
1990-91 მარკ ჰიუზი (მანჩესტერ იუნაიტედი; უელსი)
1989-90 დევიდ პლატი (ასტონ ვილა)
1988-89 მარკ ჰიუზი (მანჩესტერ იუნაიტედი; უელსი)
1987-88 ჯონ ბარნსი (ლივერპული)
1986-87 კლაივ ალენი (ტოტენჰემ ჰოთსფური)
1985-86 გარი ლინეკერი (ევერტონი)
1984-85 პიტერ რიდი (ევერტონი)
1983-84 იან რაში (ლივერპული; უელსი)
1982-83 კენი დალგლიში (ლივერპული; შოტლანდია)
1981-82 კევინ კიგანი (საუთჰემპტონი)
1980-81 ჯონ უორკი (იფსვიჩ თაუნი; შოტლანდია)
1979-80 ტერი მაკდერმოტი (ლივერპული)
1978-79 ლაიამ ბრეიდი (არსენალი; ირლანდია)
1977-78 პიტერ შილტონი (ნოტინგემ ფორესტი)
1976-77 ენდი გრეი (ასტონ ვილა; შოტლანდია)
1975-76 პატ ჯენინგსი (ტოტენჰემ ჰოთსფური; ჩრდილოეთი ირლანდია)
1974-75 კოლინ ტოდი (დერბი ქაუნთი)
1973-74 ნორმან ჰანტერი (ლიდს იუნაიტედი)
*-ინგლისელებს ქვეყანა მითითებული არ აქვთ
ლაშა გოდუაძე (2020 წლის 9 სექტემბერი)