დე როსიმ კარიერა დაასრულა
მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონმა, რომას ლეგენდარულმა ნახევარმცველმა დანიელე დე როსიმ კარიერა ოფიციალურად დაასრულა.
„ფანტასტიკურ წლებს წერტილი დაესვა. შენ საუკეთესო იყავი დანიელე, მადლობა ყველაფრისთვის“! – ამ სიტყვებით გამოეხმაურა რომა 36 წლის ფეხბურთელის გადაწყვეტილებას.
დე როსის დებიუტი დედაქალაქურ კლუბში 2000-01 წლების სეზონში შედგა, 2018-19 წლების ჩათვლით კი 616-ჯერ ითამაშა საკლუბო მაისურით და 63 გოლი შეაგდო. მან ორჯერ მოიგო იტალიის თასი, ერთხელ კი სუპერთასი აღმართა.
იტალიის ნაკრების ღირსებას დანიელე დე როსი 2004-17 წლებში იცავდა და 117 შეხვედრაში 21 გოლი გაიტანა, მათ შორის 3 საქართველოს ნაკრების კარში.
რომასთან დამშვიდობების შემდეგ დე როსიმ ბოკა ხუნიორსში გადაინაცვლა, თუმცა ტრავმის გამო მხოლოდ 6-ჯერ ითამაშა ბაიერსულ კლუბში და კარიერაც დაასრულა.
„მსურს ოჯახთან მეტი დრო გავატარო. მე მქონდა კარიერა, რომელზეც ბევრი მხოლოდ ოცნებობს. ფეხბურთიდან ბედნიერი მივდივარ, ეს საოცარი წლები იყო“! – დაწერა სოციალურ ქსელში ფეხბურთელმა.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2020 წლის 7 იანვარი)