დია 2008: რჩეულები

გუშინ, თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის მიერ ორგანიზებული სეზონის რჩეულთა დაჯილდოვების ტრადიციული ცერემონიადია გაიმართა.

საზეიმო ცერემონიალს, რომელსაც მსახიობი თემურ ჭიჭინაძე და გადაცემა გოლის წამყვანი თათული ბართაია უძღვებოდნენ, სფფის ხელმძღვანელები, მსახიობები, საფეხბურთო სპეციალისტები და გულშემატკივრები ესწრებოდნენ.

საღამოს მუსიკალურად აფორმებდა გივი გაჩეჩილაძის ბენდი, რამდენიმე სიმღერა კი ჯგუფმა 33ა-მ, ბორის ბედიამ და ბრიტანელმა ჯაზმენმა ტონი ო’მეილმა შეასრულეს.

დია 2008ის ტრიუმფატორი თბილისის დინამოს ერთ-ერთი ლიდერი გიორგი მერებაშვილი გახდა: მან საუკეთესო ნახევარმცველისთვის და ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი პრიზები ჩაიბარა.

სპფლმ საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად იტალიის მილანის მცველი კახა კალაძე დაასახელა – ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ტიტული პირველად მოიგო.

ნომინაციებში მთავარი პრიზები შემდეგნაირად განაწილდა:
საუკეთესო მეკარე: დიდე ოვონო (დინამო თბილისი)
ნომინანტები – როინ კვასხვაძე (ზესტაფონი), ლადო ნადირაშვილი (ამერი)

საუკეთესო მცველი: უჩა ლობჟანიძე (ზესტაფონი)
ნომინანტები – ალექსანდრე კვახაძე (ვიტ ჯორჯია), მილოშ კრშკო (დინამო თბილისი)

საუკეთესო ნახევარმცველი: გიორგი მერებაშვილი (დინამო თბილისი)
ნომინანტები – დავით ოდიკაძე (დინამო თბილისი), ჟილვან ვიეირა (ზესტაფონი)

საუკეთესო თავდამსხმელი: დიმიტრი ტატანაშვილი (ამერი)
ნომინანტები – ბექა გოცირიძე (ზესტაფონი), რატი ალექსიძე (ლოკომოტივი)

წლის აღმოჩენა: მათე ვაწაძე (დინამო თბილისი)
ნომინანტები – ირაკლი კლიმიაშვილი (ვიტ ჯორჯია), დავით დევდარიანი (ოლიმპი)

საუკეთესო მწვრთნელი: ნესტორ მუმლაძე (ვიტ ჯორჯია)
ნომინანტები – დუშან უჰრინი (დინამო თბილისი), თემურ მახარაძე (ზესტაფონი)

საუკეთესო მსაჯი: ლევან ფანიაშვილი
ნომინანტები – ლევან კვარაცხელია, გიორგი ვადაჭკორია

საუკეთესო პროექტი: ტელეკომპანია კოლხიდა
ნომინანტები – პლაჟის ფეხბურთი, საგურამოს საწვრთნელი ბაზა

ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი: გიორგი მერებაშვილი (დინამო თბილისი)
ნომინანტები – მიხეილ ხუციშვილი (დინამო თბილისი), ბექა გოცირიძე (ზესტაფონი)

საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი: კახა კალაძე (მილანი, იტალია)
ნომინანტები – ალექსანდრე იაშვილი (კარლსრუე, გერმანია), ლევან კობიაშვილი (შალკე 04, გერმანია)

დიას ორგანიზატორებმა წლეულს პირველად დააჯილდოვეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ულამაზესი გოლის ავტორი – მთავარი პრიზი ბორჯომის თავდამსხმელ გია მეგრელაძეს გადაეცა.

 

ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2008 წლის 10 ივნისი)
ფოტო: 
საქართველოს ფეხბურთის პროფესიული ლიგა

ka_GEGeorgian