დიადი ჯიჯი
25 წლის წინ, 1995 წლის 25 ნოემბერს, ჯანლუიჯი ბუფონმა პირველად ითამაშა იტალიის ჩემპიონატში. გუშინ, 21 ნოემბერს, კალიარისთან 2:0 მოგებულ მატჩში ის კვლავ ჩადგა კარში. და ეს იყო დიადი მეკარის კარიერაში 1119ე თამაში!!!
მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში სულ 29 კაცია, ვისაც კარიერის მანძილზე 1000 და მეტ შეხვედრაში მიუღია მონაწილეობა.
ბუფონი ამ სიაში მე6 ადგილზეა – გუშინდელი 1119ე მატჩით მასავით დიდ იკერ კასილიასს გაუტოლდა.
მსოფლიოს ჩემპიონი…
ევროპის ვიცე-ჩემპიონი…
10 სკუდეტო…
საფრანგეთის ჩემპიონი…
იტალიის 6 სუპერთასი და 5 თასი, საფრანგეთის სუპერთასი…
მსოფლიოს 5გზის საუკეთესო გოლკიპერი…
იტალიის 12გზის უძლიერესი მეკარე…
უამრავი რეკორდი და საოცარი მიღწევა…
ლეგენდა გრძელდება!
ლაშა გოდუაძე (2020 წლის 22 ნოემბერი)
გრაფიკა: ემილიო სანსოლინი